FM97.5 / LIVE

ახალქალაქში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, სამართალი 21.02.2020
ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, ახალქალაქელი კიმ კუგოიანი 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. უწყებაში აცხადებენ, რომ კუგოიანი "კრიმინალური ავტორიტეტია".

ახალქალაქში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს
ფოტო: jnews.ge

ახალქალაქის სასამართლოში პროცესი გუშინ, 20 თებერვალს გაიმართა.

„ვითხოვდით პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო, ვინაიდან ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეულია და მოწმეები დაკითხულია, არანაირი საშიშროება არ არსებობდა იმისა, რომ მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა, ან მტკიცებულებები გაენადგურებინა, ყველაფერი სასამართლოსა და პროკურატურაშია“, – განაცხადა კუგოიანის ადვოკატმა კახა ასპანიძემ.

მორიგი პროცესი ახალქალაქის სასამართლოში ორ მარტს გაიმართება.

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კიმ კუგოიანი სამართალდამცველებმა 2019 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააკავეს. შსს–ს განცხადებით კუგოიანი „კრიმინალური ავტორიტეტია“.

მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ახალქალაქში აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კიმ კუგოიანი უდანაშაულოა და მას „იარაღი პოლიციამ ჩაუდო“.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექვსდღიანი ძებნის შემდეგ კიმ კუგოიანი დააკავეს
ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შსს: ახალქალაქში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დავაკავეთ
ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა
კარწახში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავეს
აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ
ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება