FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2019
ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, დაკავებული 27 წლის კიმ კუგოიანის მამა და „ნაცინალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, სამმართველოს უფროსთან მოსალაპარაკებლად იმყოფებიან.

ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

ორ მხარეს შორის შეხვედრა, სამმართველოში დღეს 25 მაისს, დაახლოებით 13:30 საათზე შედგა. დაკავებული კიმ კუგოიანის მამისა და „ნაცინალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის მოთხოვნა კუგოიანის გათავისუფლებაა.

სამმართველოსთან დილიდან 60–70 ახალგაზრდაა შეკრებილი. მათი მოთხოვნა დაკავებულის გათავისუფლებაა: „ჩვენ შეკრებილები ვართ აქ ერთადერთი მოთხოვნით, რომ უკანონოდ დაკავებული ბიჭი გაათავისუფლონ. ახლა ველოდებით მისი მამა გამოვიდეს სამმართველოდან და მერე გადავწყვეტთ დავიშალოთ თუ გავაგრძელოთ აქცია“, – ამბობენ შეკრებილები.

დაკავებულ კიმ კუგოიანი 2017 წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლები ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმის „შეკერვითა“ და დაჭერით ემუქრებოდნენ.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული კიმ კუგოიანი ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გუშინ, 24 მაისს დააკავეს.

უწყების ინფრომაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ
ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა
ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა
შსს: ახალქალაქში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დავაკავეთ
ექვსდღიანი ძებნის შემდეგ კიმ კუგოიანი დააკავეს
ახალქალაქში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს
ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა