FM97.5 / LIVE

„ნაციონალების“ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მთავარიპოლიტიკა 13.09.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში „ნაციონალების“ აქტივისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით იძიებს

„ნაციონალების“ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
საყუნეთის მკვიდრი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი 38 წლის ირმა გელაშვილი სოფელში დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კანდიდატად წარსადგენად სოფელში ხელმოწერებს აგროვდა.

„ხელმოწერებს ვაგროვებდი იმისთვის, რომ ცესკოში ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარედგინათ. საყუნეთში ერთ-ერთ ოჯახში მივედი, იქ ახალგაზრდები ისხდნენ სუფრასთან და სვამდნენ. ოჯახის წევრებმა რომ ხელი მომიწერეს, შემდეგ ახალგაზრდებისკენ გადავინაცვლე. მათთან ერთად იჯდა ბიძაჩემიც, სანამ ის მოვიკითხე და პირადობა მომცა, რომ მისი ხელმოწერაც დამეფიქსირებინა, სუფრასთან მჯდომმა ამირან ბუხრიკიძემ გადაულაპარაკა ბესო ქუქჩიშვილს და მათ ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს იქ ვეღარ გავჩერდი და მაშინვე წამოვედი“, - გვიყვება გელაშვილი.

აქედან მან ხელმოწერების შესაგროვებლად სხვა ოჯახში გადაინაცვლა, სწორედ აქედან გამოსვლისას დახვდა მას კართან ბესო ქუქჩიშვილი და მოსთხოვა მისთვის ის ფურცლები ეჩვენებინა, რომლებიც ხელში ეჭირა: „შემოვარდა ეზოში და მიყვირა, მაჩვენე რა ფურცლებს დაატარებო. ვუთხარი შენ ვინ გეკთხება, შენ ხომ არაფერს გაძალებ და ნუ კადრულობ უკადრებელს მეთქი. მერე დაიწყო, იქ მოხვედი და მაგიდა აგვიშალეო და ისეთი შემომარტყა სახეში, თვალებში დამიბნელდა“.

როგორც გელაშვილი ამბობს, ყურიდან სისხლი წამოუვიდა, ამის მერე კი ყურიდან სითხე სდის.

„ეს ამბავი ფეისბუქზე დავწერე, მივწერე დავით ბაქრაძესაც. ამიტომ მოჰყვა რეაგირება და მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდენენ, - ამბობს გელაშვილი.

იგი ახალციხის რაიონულ სამმართველოში მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს: „დამინიშნეს ექსპერტიზა. ექსპერტმა ყურის ექიმთან გამიშვა მაგრამ ჯერ ვერ მივედი, ფული არ მაქვს“.

გელაშვილის განცხადებით, ამირან ბუხრიკიძე, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, „ქართული ოცნების“ აქტივისტია. „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში კი გელაშვილის ნათქვამს კატეგორიულად უარყოფენ.

„არც საყუნეთში მომხდარის შესახებ მსმენია რაიმე და არც ეგეთს ვიცნობთ ვინმეს. ბუხრიკიძე ჩვენი აქტივისტი არაა“, - გვითხრა „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსმა მალხაზ ჟუჟუნაძემ.

ამირან ბუხრიკიძეს „სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა მას შემდეგ რაც მან გაიგო, რომ ჟურნალისტი ესაუბრებოდა და თან იმ ფაქტის შესახებ რომელიც საყუნეთში მოხდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენა იმ ადამიანებს ვინ ამ საქმეში არიან ჩართულნი და ტელეფონი გაგვითიშა.

რაც შეეხება ბესო ქუქჩიშვილს, 5-დღიანი ამაო მცდელობის მიუხედავად „სამხრეთის კარიბჭემ“ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი და გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ მათ აქტივისტზე აქამდე მსგავს შემთხვევბს ადგილი არ ჰქონია: „ეს იყო პირველი. ვფიქრობ დროა ამ ქვეყანაში ვისწავლოთ პოლიტიკური კულტურა. საქმეზე ძიება დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ დამნაშავე სათანადოდო დაისჯება“.

23 აგვისტოს საყუნეთში მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო იძებს.
„ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ამბობს ახალციხის რაიონული პროკურორი გოდერძი გოდერძიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან
ოხანაშვილი: 'ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა'
ადგილობრივები: ‘ადიგენში ‘ოცნების’ აქტივისტი ზურაბიშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებს’
ენმ-სა და გუბერნატორს შორის მომხდარ ინციდენტზე დაზარალებული დაკითხეს
მერია: თანამშრომელი, რომელმაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა
‘ოცნების მხარდამჭერმა შეურაცხყოფა მომაყენა’ - კუბლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაზე საუბრობს