FM97.5 / LIVE

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

მთავარისიახლე, არჩევნები 02.07.2020
94 მომხრე, 1 წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება.

იცვლება პარტიების დაფინანსების წესიც. კერძოდ, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის – 15 ლარს, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის – 5 ლარს. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 ათას ხმას, მისი წლიური დაფინანსება 750 ათას ლარი იქნება.

პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.

საჯარო სკოლების პედაგოგები, აგრეთვე, სსიპ-ებისა (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა) და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების მსგავსად, სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში.

კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას;

კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედია ორგანიზაციას უფლება ექნება საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა, რომელიც იმავდროულად ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი;

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ხდება არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – ცესკოს კალენდარი
საია: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს სთხოვენ   საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება (R)
15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება
საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ
ხმის მიცემის პროცედურა სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის
ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა