FM97.5 / LIVE

ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა

მთავარისიახლე, არჩევნები 29.06.2020
117 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე – საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის არჩევის წესი იცვლება. ცვლილებების მიხედვით 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა

ახალი სიტემით პარლამენტში პროპორციული წესით 77–ის ნაცვლად 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარების რაოდენობა კი 73– დან 30–მდე მცირდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც, რაც იმას ნიშნავს რომ პარტია , რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს.

კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში 21 ივნისს შედგა. მაშინ ცვლილებას მხარი 136–მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმაც, რომლემლებიც „ნაც. მოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად კანონპროექტის დამტკიცებამდე ითხოვდნენ გიორგი რურუას გათავისუფლებას.

კანონპროექტის შემდეგი მოსმენისას, 23 ივნისს კი ევროპულმა საქართველომაც უარი განაცხადა მეორე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობაზე. კანონპროექტი კი მეორე მოსმენით 115 ხმით დამტკიცდა.

ახალი საარჩევნო სისტემა მხოლოდ 2024 წლამდე იმოქმედებს. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კი მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
‘ნაციონალური მოძრაობა’ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა