FM97.5 / LIVE

15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება

მთავარიარჩევნები 14.06.2014
ხვალ, 15 ივნისს, დილის 8:00 სთ-დან, კენჭისყრისთვის 3,637 უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3,429,748 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება
თვითმმართველობის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 45,300 წარმომადგენელი, 16, 000-ზე მეტი ადგილობრივი და 560 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო პროცესს 1,500- ზე მეტი მედია წარმომადგენელი გააშუქებს.

როგორც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ცესკო არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია.

„საარჩევნო კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს, 14 ივნისს, შემაჯამებელ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს, დილის ცხრის ნახევარზე ცესკო გამართავს პირველ საინფორმაციო ბრიფინგს და დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ხოლო მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.

გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოს ინფორმაციით ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ცესკოს თავმდჯომარემ არჩევნებისთვის მზადების პროცესი შეაჯამა
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია
ცესკოს ბრიფინგების განრიგი არჩევნების დღეს
ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია
კენჭისყრის პროცესი დასრულდა (R)
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება (R)