FM97.5 / LIVE

ხმის მიცემის პროცედურა სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 21.10.2020
ცესკომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობისთვის დადგენილება გამოსცა. მათი ინფორმაციით, თითოეულ მუნიციპალიტეტში არანაკლებ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნება და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.

ხმის მიცემის პროცედურა სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის

გთავაზობთ ცესკოს N45/2020 დადგენილების რამდენიმე მნიშვნელოვან მუხლს:

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობისთვის, ცესკო თითოეული მუნიციპალიტეტში არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს ქმნის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - არანაკლებ ათ საარჩევნო უბანს.

ასევე შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება არაუმეტეს 12 წევრისაგან.

სპეცჯგუფის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი 21 წლის ასაკიდან.

სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

ა) პირი 60 წლის ასაკიდან;
ბ) პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება.

- საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;

- პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის არაუმეტეს 2-2 წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;


- ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო ადგილობრივი დამკვირვებელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;
- საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო დამკვირვებელი თარჯიმანთან ერთად, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში.

- თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0”), 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

- გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათიდან და სრულდება 20 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 21 საათისა.


- სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების მიმართ, აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მარკირება არ გამოიყენება.

- სპეცჯგუფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესში დახმარება შესაძლოა გაუწიოს აღნიშნული დაწესებულებების პერსონალმა.

- კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შესაძლებელია იმყოფებოდეს მედპერსონალი, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეცჯგუფის წევრებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვაში.

- საარჩევნო უბნის შესასვლელთან და სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

- კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირი, საარჩევნო უბანში არ დაიშვება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);

- კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ატარებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);

- სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კარის სახელურები, სამუშაო მაგიდები, საარჩევნო ყუთები და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია;

დადგენილებას ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სპეცჯგუფებისთვის - ცესკო
ცესკოს არჩევნებზე გადასატანი ყუთის მოთხოვნით იზოლაციაში მყოფმა  900–მდე პირმა მიმართა
გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

რა წესები უნდა დავიცვათ 31 ოქტომბერს საარჩვენო უბანზე
გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო იწურება
ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადება გადასატან ყუთთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ  (R)
ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა