FM97.5 / LIVE

საია: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს სთხოვენ საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.10.2016
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს.

საია: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს სთხოვენ   საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საიას მონიტორებისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება რეალობას, საქმე გვექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსით აკრძალულია:

- ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე;

- ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის კაბინაში.

მოვუწოდებთ:

საარჩევნო სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს:

- არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც აღქმული იქნება, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე.

ამომრჩევლებს:

- არჩევანის დაფიქსირებისას ნება თავისუფლად გამოავლინონ და არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობა კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებით.

- ზეწოლის შემთხვევაში მოგვმართონ საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებში: ბათუმში, ქუთაისში, გორში, დუშეთში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ოზურგეთში", – ნათქვამია საიას განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ქართული ოცნების“ სპეციალური განცხადება
საიამ 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირა
კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის – საია
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება (R)
საიას რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურის წინ
საია: ბორჯომში ამომრჩეველთა ნების კონტროლის შემთხვევები დააფიქსირდა