FM97.5 / LIVE

‘ჩიხი’ – ახალციხელი სტუდენტის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული რომანი

მთავარისიახლე, განათლება 22.06.2020
ახალგაზრდა მწერლის რომანი ლიტერატურული კონკურსის პირველი ტურის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ანაბელი გვიყვება როგორ გაჩნდა „ჩიხი“, რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს და როგორ გაბედა თავისი ნაწერების გასაჯაროება, რომელსაც 13 წლის განმავლობაში ინახავდა.

‘ჩიხი’ – ახალციხელი სტუდენტის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული რომანი

ანაბელ შველიძის რომანი „ჩიხი“, რომელიც ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობს ოჯახში ძალადობას ეხება.

ანაბელი გვიყვება რომ ნაწარმოების პერსონაჟები რეალური პიროვნებები არიან, რეალური ცხოვრებით.

„რაც იქ ხდება, ხდება რეალურ დროშიც. ვფიქრობ რომ ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს და როგორც ჩემი პერსონაჟები ამბობენ, იქნებ ეს შეცდომები აღარ გაიმეოროს მკითხველმა რეალურ ცხოვრებაში. გავასაჯაროვე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება გამბედაობა, რომ ღიად ილაპარაკონ და შეებრძოლონ იმ პრობლემებს, რაც „ჩიხშია“ მოყვანილი. მინდა ყველა იმ ადამიანმა გაიგოს, ვინც ვერ ბედავს ხმის ამოღებას იმ პრობლემებზე, როგორიც, მაგალითად ოჯახში ძალადობაა, მინდა ამ ადამიანებმა გაიგონ რომ ისინი მარტო არ არიან. ეს არის ჩემი პერსონაჟების და ჩემი მიზანი“ – ამბობს ანაბელი.

25 წლის ანაბელმა თავისი ნაწერების გასაჯაროება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, როგორც გვიყვება ჩანაწერებს 12 წლიდან აკეთებს. სწორედ ამ ასაკში დაწერა თავისი პირველი მოთხრობაც, რომელსაც „შენი სახელით“ დაარქვა.

„ეს იყო ჩემი პირველი ნაწარმოები, რომელიც შურისძიებას ეხებოდა. ასეთ გრძნობებზე დაფიქრება და ჩაღრმავება ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა წერის გარეშე. წერა ჩემთვის ბავშვობის სიყვარულია, ბავშვობის ოცნება. ეს არის ჩემთვის იგივე, რაც ადამიანისთვის ჟანგბადი. ბავშვობიდან ასე გამოვხატავდი გრძნობებს, დამოკიდებულებებს, ემოციებს და ახლაც, პირველ რიგში ეს გამოხატვის საშუალებაა“ – გვიყვება ანაბელი.

მისი თქმით, საკუთარი ნაწერების გასაჯაროება ადვილი არ ყოფილა, თუმცა ბავშვობის ოცნებაზე ხელის აღება – უფრო რთული აღმოჩნდა, ამიტომ ერთ დღესაც გადაწყვიტა თავისი შემდეგი ნაწარმოები, „პაზლების ქურდი“ უფრო ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა.

„მანამდე ჩემი არცერთი ნაწერი არ მქონდა გასაჯაროებული. არც არავინ იცოდა რომ ვწერდი. რამდენიმე თვეა რაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ნაწერები საჯარო ყოფილიყო. „პაზლების ქურდის“ გამოხმაურებამ ბიძგი მომცა რომ უფრო მეტი მეწერა, რადგან საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ნახა და მოეწონა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე „ჩიხიც“ გამომეტანა საჯაროდ“.

ანაბელის თქმით, მთავარი მოტივატორი, რამაც წერის გაგრძელების ბიძგი მისცა, დედა იყო, რომელიც მის ნაწერებს ყოველთვის კითხულობდა.

„დედაჩემი რომ არა, წერას ვერ და არ გავაგრძელებდი, სწორედ ის იყო პირველი ადამიანი, ვინც ჩემი ნაწერები წაიკითხა და მითხრა რომ წერა არ შემეწყვიტა. დედაჩემის ბიძგი იყო, რომ გავაგრძელე წერა და ისიც რომ ნაწერების გასაჯაროება გადავწყვიტე. მანამდე საკმაოდ არასერიოზულად აღვიქვამდი ამ ყველაფერს და ეს მხოლოდ ჩემი გრძნობების გამოხატვა იყო, რომელიც ჩემთან უნდა დარჩენილიყო“

ანაბელის რომანი „ჩიხი“ ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ პირველი ტურის სამ საუკეთესოს შორის მოხვდა. წინ კი მეორე–გადამწყვეტი ტურია, სადაც 16 ნაწარმოებიდან სამი რჩეული გამოვლინდება, რომელსაც პალიტრა L დაბეჭდავს.


[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გახდი ბესტსელერის ავტორი’ - ნანი მანველიშვილი კონკურსის გამარჯვებულია
„მგონი ჩემი სტილი შევქმენი“ - ახალციხელი პოეტის, რეზო ზუმბაძის საღამო
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
მესხეთის თეატრის მსახიობის წარმატება ბარსელონაში
‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან
კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში
'ჩემი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მომცა' – ზურაბიშვილი