FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის მსახიობის წარმატება ბარსელონაში

მთავარი 12.06.2012
ესპანეთში, ქალაქ ბერსელონაში, თეატრანდრეუ სეზონს მესხეთის თეატრის მსახიობის ნინო გორგაძის მონაწილეობით განაახლებს

მესხეთის თეატრის მსახიობის წარმატება ბარსელონაში

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნინო გორგაძე ბარსელონას თეატრალურ ცხოვრებაში ჩაება. ანტონიო ბუერდოს “ერთი კიბის ისტორიას” ქართველი მსახიობის მონაწილეობით ესპანელი მაყურებელი 22 სექტემბერს ნახავს. თეატრი თეატრანდრეუ (TEATRANDREU) სეზონს სწორედ ამ წარმოდგენით განაახლებს.

ნინო გორგაძემ 12 წლის განმავლობაში მესხეთის თეატრში 30-მდე როლი ითამაშა.

- “ჩემი ”თეატრალური ცხოვრება” ბავშვობიდან დაიწყო, უფრო სწორად თეატრი ჩემი ოცნება იყო. – იხსენებს გორგაძე – მახსოვს, დაახლოებით რვა წლის ვიყავი, სახატავი ალბომი რომ მქონდა, ხომ არ გგონიათ ვხატავდი, ხატვის ნიჭი არ მაქვს, ეს სახატავი ალბომი ჩემი საყვარელი მსახიობების ფოტოებით იყო სავსე, ყდაზე ეწერა "თეატრი ჩემი ცხოვრებაა". ამ ალბომს გვერდიდან არ ვიშორებდი, რომ ვიძინებდი ბალიშის ქვეშ მედო”.

მშობლები ნინოს ამგვარ საქციელს, ბავშვის კაპრიზად აღიქვამდნენ. ამიტომ მათი დაჟინებული თხოვნით, გორგაძემ 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, მსახიობობაზე ოცნება არ შეუწყვეტია. ახლა უკვე პროფესიით არქეოლოგი მეგობრებს პატარა სპექტაკლებს უდგამდა.

გორგაძეს ოცნების ახდენაში უნივერსიტეტის სცენაზე გამოკრული განცხადება დაეხმარა, რომელიც სტუდენტებს მესხეთის თეატრში ეპატიჟებოდა.

- “თეატრალური სტუდია ყალიბდებოდა და ახალგაზრდები სჭირდებოდათ. ამ პროექტს ლია სულუაშვილი და ანზორ გვაძაბია ხელმძღვანელობდნენ”, - ამბობს გორგაძე.

პირველი სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდა “შაითან ხიხო” იყო. ამის შემდეგ გორგაძე სცენიდან აღარ ჩამოსულა.

“არაპროფესიონალი მსახიობი ვიყავი. ამიტომ 28 წლის ასაკში ამ ნაბიჯის გადადგმა მერთულებოდა, მაგრამ გადავწყვიტე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა”, - იხსნებს მსახიობი.

გორგაძე რუსთაველის სახელობის დრამისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე 2003 წელს, ნანა დემეტრაშვილის ჯგუფში ჩაირიცხა. პარალელურად მუშაობდა მესხეთის თეატრში.

- “სასწავლებელი 2007 წელს დავამთავრე. ამავე წელს ეკონომიური მდგომარეობის გამო გადავწყვიტე ცოტა ხნით საზღვარგარეთ წავსულიყავი, იმ იმედით, რომ მალე დავუბრუნდებოდი ჩემს თეატრს”,- გვიყვება გორგაძე.

უკვე ოთხი წელია ნინო ბარსელონაშია. როგორც თავად ამბობს, აქ მსახიობობაზე ვერც კი იოცნებებდა, რომ არა ესპანელი მეგობრების დახმარება: “ჩემმა მეგობარმა ივან ხიმენესმა ნახა ჩემი სპექტაკლის ჩანაწერი “ათვინიერებენ მიმინოს” და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა მეფიქრა თეატრზე. სწორედ ის მეხმარება ესპანურად სიტყვების სწორად წარმოთქმასა და ენის სრულყოფილად დაუფლებაშიც”.

მეორე მეგობარმა რაფაელ ვიზქუეზმა კი თეატრანდრეუს ხელმძღვანელთან ფერნარდო კატალან კალვოსთან უშუამდგომლა.

- “ასე დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება ბარსელონაში. დასმა ძალიან კარგად მიმიღო. პრემიერით ახალი სეზონი თეატრანდრეუში მალე განახლდება, უკვე ჩემი მონაწილეობით”, - ამბობს გორგაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა
მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება