FM97.5 / LIVE

'ჩემი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მომცა' – ზურაბიშვილი

მთავარისიახლე, არჩევნები 28.11.2018
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და თქვა, რომ ქვეყანამ პრინციპული არჩევანი გააკეთა.

'ჩემი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მომცა' – ზურაბიშვილი

"ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას განთავისუფლებას", — თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელი ორივე ეგზიტპოლის შედეგებით იგებს.

ზურაბიშვილის თქმით, მისი არჩევანია საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგი, ვინც ხმა არ მისცა და არ არის მისი თანამოაზრე.

"ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი პატარა ქვეყნის, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელიც უნდა გავამთლიანოთ, დავაწყაროთ და დავამშვიდოთ. ამიტომ მე გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ ამას მივაღწიო და ჩვენ გავერთიანდეთ", — განაცხადა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მან ასევე თქვა, რომ დაელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს "პრინციპული არჩევანი".


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი 'პეგასის' მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო [R]
ზურაბიშვილი: მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები[R]
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
ზურაბიშვილი: კულტურა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პირობაა [R]
სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა[R]
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე
სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა[R]