FM97.5 / LIVE

კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ნახატების კონკურსში - „ჩემი მასწავლებელი“, ცენტრის რჩეული ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯვარიძე გახდა.

კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოსწავლეთა ნახატების კონკურსის - „ჩემი მასწავლებელი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ნახატების კონკურსი, ცენტრის ინიციატივით, ორი თვის წინ გამოცხადდა და მისი მიზანი იყო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. კონკურსანტებს უნდა შეექმნათ ნახატი მასწავლებლისა და მისი საქმიანობის შესახებ. კონკურსში 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. გამარჯვებულები სოციალურ ქსელში ე.წ. „მოწონებების“ საშუალებით გამოვლინდნენ.

პირველ ადგილზე გავიდა მარიამ ელიოზაშვილი, გორის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე. მეორე ადგილი დაიკავა გვანცა ალიმბარაშვილმა, გორის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ხოლო მესამე ადგილი ერგო მაია ფატარიძეს, გორის N7 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეს.

ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ სოციალური ქსელით გამოვლენილი 40 საუკეთესო ნახატის ავტორები, მათი მასწავლებლები და მშობლები. ასევე, დასახელდა ცენტრის რჩეული ავტორი - მარიამ ჯვარიძე, ბორჯომის № 3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე.

კონკურსის გამარჯვებულები ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა დააჯილდოვა და საჩუქრად შემეცნებითი ლიტერატურა და საოჯახო
ტექნიკა გადასცა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტმა ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
ახალციხის მერიამ ნახატების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
განათლების სამინისტროს კონკურსში ბორჯომის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა
აბასთუმნელი მოსწავლე ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ისწავლის
ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ვინაობა ცნობილია
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ