FM97.5 / LIVE

ადიგენის სოფელ გომაროში გვიანი შუა საუკუნეების ფურნეები აღმოაჩინეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2020
ადიგენის სოფელ გომაროში ადგილობრივმა გზის გაჭრისას, გათლილი ქვებით ნაშენი ფურნე აღმოაჩინა. რაული შამათავა ამბობს, რომ ერთ სიგრძეზე სამი საცხობი ნახა, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით ექვსი მეტრით არიან დაშორებული.

ადიგენის სოფელ გომაროში გვიანი შუა საუკუნეების ფურნეები აღმოაჩინეს [ფოტო]

ქვის ფურნეები სოფელ გომაროში მაისის შუა რიცხვებში ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი რამ ამ დასახლებაში პირველად მოხდა.

„ამ გზასთან ორი სახლია, ერთი ჩემი. ვიწრო გზა იყო და მანქანის მოსატრიალებელი ადგილი აღარ რჩებოდა. ამიტომ გზის გაგანიერება გვინდოდა. ტრაქტორი რომ თხრიდა, რამდენიმე გამოყვანილი ქვა ამოვარდა, ამიტომ ტრაქტორი გავაჩერეთ და ხელით გამოწმენდა დავიწყეთ. სავარაუდოდ უნდა იყოს გარედან ბუხარი და უკან საცხობი ანუ ბუხრის ცეცხლით თბებოდა ფურნე. სიგრძეზე არის სამი ფურნე, დაახლოებით 6-7 მეტრი დისტანციის დაშორებით“, - ამბობს ადგილობრივი რაულ შამანაძე.

მისივე თქმით, სოფელში არ იციან რა ისტორია შეიძლოება ჰქონდეს აქ არსებულ ფურნეებს: „სოფელ გომაროში მცხოვრებმა უხუცესებმაც თქვეს, აქ არავითარი შენობა არ გვახსოვდაო. არიან 100 წელს მიახლოებული ადამიანები“.

საცხობის აღმოჩენის შესახებ რაულ შამათავამ სოციალურ ქსელში დაწერა. რის შემდეგაც მათთან ერთი პირი მივიდა, სავარაუდოდ, ეროვნული მუზეუმიდან: „ზუსტად საიდან იყო არ ვიცი, მგონი ეროვნული მუზეუმიდან. საცხობში კეცებიც იყო, ოღონდ დაზიანებული და გვითხრა შეინახეთ და მოვლენ და შეისწავლიანო“, - ამბობს რაული.

სოფელ გომაროში აჭარიდან და იმერეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა მათ გადმოსახლებამდე სავარაუდოდ აქ სოფელი იყო. სწორედ ნასოფლარს უკავშირებს დასახლებაში ფურნის აღმოჩენას არქეოლოგი გიორგი ჩილინგარაშვილი: „ეს არის ეთნოგრაფიული ძეგლი, გვიანი შუასაუკუნეების. 1944 წელს [ადიგენში] ბევრი სოფელი დაიცალა და შესაძლებელია მანდაც ანალოგიური შემთხვევა იყოს“.

1595 წლის "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, სოფელ გომაროს გომაროტი ერქვა. ცხოვრობდა სამი კომლი: ქიტია მათიასძე, ხუდა გოგიჩასძე, ლაშქარა ხარებასძე. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი; ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. ყველა ამისათვის ისინი იხდიდნენ 7000 ახჩას ყოველწლიურად.

ადიგენის სოფელ გომაროში გვიანი შუა საუკუნეების ფურნეები აღმოაჩინეს [ფოტო]

ადიგენის სოფელ გომაროში გვიანი შუა საუკუნეების ფურნეები აღმოაჩინეს [ფოტო]

ადიგენის სოფელ გომაროში გვიანი შუა საუკუნეების ფურნეები აღმოაჩინეს [ფოტო]

ადიგენის სოფელ გომაროში გვიანი შუა საუკუნეების ფურნეები აღმოაჩინეს [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სოფლებს შორის ვითარება იძაბება
გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია
ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]
გომაროს მოსახლეობას სოფლის პრობლემებთან გამკლავება უჭირს [Video]
მეწყერმა ადიგენის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
ჯავახეთში, სოფელ ხანდოს მახლობლად დახოცილი ქათმები ყრია
გურკელში სამმეტრიანი თიხის სათავსო აღმოაჩინეს