FM97.5 / LIVE

გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2019
ახალციხის სოფელ გურკელში აღმოჩენილი ქვევრი გვიან შუა საუკუნეების (XIV-XVI) პერიოდს მიეკუთვნებმა. თიხის ჭურჭელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქეოლოგებმა შეისწავლეს.

გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია

სააგენტოს ინფორმაციით, ახალციხის სოფელ გურკელში, წყლის სისტემის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი დიდი ზომის ჭურჭელი ქვევრია, თუმცა იგი ისტორიულად მნიშვნელოვან ობიექტს არ წარმოადგენს.

„განსაკუთრებული არქეოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გადავწყვიტეთ, მისი იერ-სახე შევინარჩუნოთ. ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე, ამ ქვევრს ამოუშენდება დამცავი კედელი და ზემოდან ლუქი გაუკეთდება“, - განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

სოფელ გურკელში ქვევრი სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 31 მაისს აღმოაჩინეს. მისი სიმაღლე დაახლოებით სამი მეტრია, სიგანე კი – ორი მეტრი.

ჭურჭლის შესწავლამდე, ადგილობრივები მიიჩნევდნენ, რომ იგი ქვევრის ტიპის სათავსო იყო. მას შემდეგ, რაც ადგილზე არქეოლოგებმა იმუშავეს, აღმოჩნდა, რომ იგი „ქვევრია, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებისთვის იყო დამახასიათებელი“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გურკელში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს არქეოლოგები შეისწავლიან
გურკელში სამმეტრიანი თიხის სათავსო აღმოაჩინეს
სოფელ ფიაში XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს
სოფელ გურკელში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია
ადიგენში ქვევრი აღმოაჩინეს, რომელიც შეიძლება შუასაუკუნეებით დათარიღდეს
ტიმოთესუბნის ტაძარში სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს