FM97.5 / LIVE

გომაროს მოსახლეობას სოფლის პრობლემებთან გამკლავება უჭირს [Video]

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 24.04.2013
სოფელი წყლის, გზის, პირველადი ჯანდაცვის, საბავშვო ბაღის, კლუბისა და მაღაზიის გარეშე. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში უკიდურეს სიღარიბეზე საუბრობენ.

გომაროს მოსახლეობას სოფლის პრობლემებთან გამკლავება უჭირს [Video]
გომაროში 110-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობა საცხოვრებლად წალკაში და სხვა ქალაქებში გადადის, რადგან აქ საარსებოდ არანაირი პირობა არ აქვთ.

გომაროს მცხოვრებლები თავს ძირითადად მიწის დამუშავებით და მეცხოველეობით ირჩენენ. ამბობენ, რომ მოსავლის მოყვანა ძვირი უჯდებათ, მოწეულ ჭირ-ნახულს კი რეალიზებას ვერ უკეთებენ.

"ხომ ხედავთ ჩვენს მოსავალს!“ - გადასაყრელად გამზადებულ კარტოფილს გვიჩვენებენ გომაროში მცხოვრებლები და ამბობენ, რომ გასულ წელს დაბალი ფასის გამო ერთი კილოგრამი კარტოფილიც კი ვერ გაყიდეს.

ფიზკულტურის გაკვეთილები ტყეში

"1,7 ჰექტარი მაქვს მიწა, მაგრამ რად მინდა თუ ვერ დავამუშავე და იქ მოყვანილი პროდუქტი ვერ გავყიდე?!” - კითხულობს გომაროს მკვიდრი ლიანა შანთაძე.

ზურაბ კოჩალიძე, რომელიც ამავე სოფლის სკოლაში რუსული ენა და ლიტერატურის პედაგოგია საუბარს სკოლის პრობლემებით იწყებს: "გომაროს სკოლა 9 კლასამდეა. შემდეგ ბავშვები მეზობელ სოფელში, ზანავში აგრძელებენ სწავლას. ჩვენ სკოლაში 85 მოსწავლეა, სკოლას კი სულ 8 საკლასო ოთახი აქვს. ბავშვები ვერ ეტევიან ოთახებში, ამიტომ სასწავლო პროცესი ორ ცვლაში მიმდინარეობს. კარგი იქნება თუ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევს და ორ ოთახს კიდევ აგვიშენებს”.

სკოლას გარდა საკლასო ოთახების დამატებისა სპორტული მოედანიც სჭირდება. მოსწავლეებს ფიზკულტურის გაკვეთილები სკოლასთან ახლოს, ტყეში უტარდებათ.

სოფელი წყლისა და გზის გარეშე

სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას სასმელი წყლი და სოფლამდე მისასვლელი გზა წარმოადგენს. გომაროში ამბობენ, რომ მიუვალი გზის გამო სოფლიდან ახალციხეში ტრანსპორტი ყოველდღე არ დადის. გომაროდან ახალციხეში ჩამოსვლა კვირაში მხოლოდ ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს შეუძლიათ.

იამზე ქამადაძის და ნაზიკო დავითაძის თქმით, სოფელში გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია გადაადგილება სატვირთო მანქანებსაც კი უჭირთ.

"თითქმის ყველა სოფელში აკეთებენ გზას, მაგრმა ჩვენი პატრონი არავინაა”, - ამბობს ქამადაძე.

"ახალციხეში რომ დაგჭირდეს წასვლა, ჯერ ადიგენში უნდა ჩახვიდე, ფეხით გაიარო მიახლოვებით 7 კილომეტრი შემდეგ კი იქიდან გაყვე რაიმეს”, - გვიყვება დავითაძე.

გომაროს მიკროავტობუსის მძღოლი ბეჟან ქამადაძე კი აცხადებს, რომ ცუდი გზისა და მგზავრების სიმცირის გამო ქალაქში ყოველდღე ვერ ივლის: "მაქსიმუმ ხუთი ადამიანი გამომყვეს, ერთი რეისი 30 ლარამდე მიჯდება. რასაც ვხარჯავ იმდენსაც კი ვერ ვიღებ”.

გომაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზურაბ შაინიძის თქმით, სოფლის გზას კაპიტალური რემონტი ესაჭიროება, მაგრამ ამისთვის თანხები ჯერ გამოყოფილი არ არის.

"რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავაგზავნეთ პროექტი გზასთან დაკავშირებით და დაგვიმტკიცეს, მაგრამ ჯერ ეს პროექტი გომაროს არ შეეხება, ჯერ-ჯერობით გზა სოფელ ზანავის სკოლამდე მივა. სამუშაობი 15 მაისიდან დაიწყება”.

რაც შეეხება წყლის პრობლემას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოგვარდება.

"მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ დაზიანებული და ჟანგიანი მილები გამოცვალონ, ამის შემდეგ წყალი ყველა ოჯახს მიუვა”, - ამბობს შაინიძე.
გომაროში საბავშვო ბაღს ითხოვენ სოფელს არც საბავშო ბაღი, არც კლუბი და არც მაღაზია აქვს, გომაროში არც მედ პუნქტი ფუნქციონირებს. ექთანი მეზობელი სოფლიდან გომაროში იშვიათად დადის.

მოსახლეობა სოფელში საბავშვო ბაღის ფუნქციონირების აუცილებლობაზეც საუბრობს. მათი თქმით, გომაროში სკოლამდელი დაწესებულება წლების წინ ფუქნციონირებდა, თუმცა, დაახლოებით 12 წლის წინ დაუფინანსებლობის გამო დახურეს. ბაღთან ერთად დაიხურა მასთან არსებული ბიბლიოთეკაც. უფუნქციოდ დარჩენლი შენობა კი სოფლის ერთ-ერთმა მკივდრმა შეიძინა.

"ბაღი, რომ იყოს ბავშვებს აუცილებლად შევიყვანდით, ეს მშობლებისთვსაც შეღავათი იქნებოდა და პატარებიც სკოლისთვის მეტად მომზადებული იქნებოდნენ.“-გვითხრა იამზე ქამადაძემ.

ყოფილი საბავშო ბაღის შენობის მფლობელი შუშანა მიქელაძე ამბობს, რომ თუ სოფელს დასჭირდება შენობას გაყიდის, ან გააქირავებს: ”დაახლოებით 10 წელია რაც ჩემა შვილმა იყიდა ეს შენობა და ოფიციალურადაც გაიფორმა. იქ ხუთი წელი ცხოვრობდა, ახლა წალკაში გადავიდნენ”.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ სოფელში საბავშო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით არაერთი დაპირება მიიღეს და ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადიც შეიტანეს, თუმცა, ამ დრომდე რეაგრიება არ მოჰყოლია.

გომაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ შაინიძე აცხადებს, რომ საბავშო ბაღის საკითხთან დაკავშირებით საქმის საქმის კურსში ჰყავს ჩაყენებული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილიც.

”თუ რაიმე თანხის გამოყოფა მოხერხდა, პირველ რიგში ამ ბაღის პრობლემას მოვაგვარებთ“, - ამბობს შაინიძე.

გომაროში საბავშვო ბაღთან ერთად მაღაზიის ფუნქციონირების აუცილბელობაზეც საუბრობენ.

”თუ რამის ყიდვა გვინდა ერთი მეზობელი დადის ხანდახან ქალაქში და იმას ვაბარებთ ყველაფერს. ფული, რომ არ გვაქვს ხშირად რძეში ან ყველში ვცვლით პროდუქტს, ან ნივთებს რაც გვჭირდება. კარგი იქნება სოფელში ვინმეს იმის საშუალება ჰქონდეს რომ პატარა მაღაზია მაინც ამუშაოს სოფელში”, - მაბობს ია ბერიძე.

სოფელში უკიდურეს სიღარიბეზე საუბრობენ

"არც სოციალურს და არც მრავალშვილიანის დახმარებას არ ვიღებ. ოთხი ბავშვი მყავს, ვისაც უნდა მოვიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ არც სამსახური არ მაქვს, თავს ძლივს ვირჩენთ და დახმარებას მაინც არ მაძლევენ. ვისაც გინდა მიმართე, მაინც არავინ გვაქცევს ყურადღება”, - ამბობს რამაზ შავაძე.

გომაროში მცხოვრები ოჯახების უმეტესობა მრავალშვილიანია, ასევე სოციალურად დაუცველი, მაგრამ დახმარებას მხოლოდ ნაწილი იღებს.

"ოჯახში 6 წევრი ვართ, აქედნ ორი არსრულწლოვანია. ხუთი წელია ახლობლის ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ”, - ამბობს ია იაკობაძე.
ექვსსულიან ოჯახში დასაქმებული არავინაა: ”თუ რამეს გავყიდით ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ეგაა. ყოველ წელს შეგვაქვს განაცხადი სოციალურ დახმარების სამსახურში, მოდიან გვამოწმებენ, მაგრამ დახმარებას ვერ ვიღებთ, ამაზე უკიდურესი მდგომარეობა კი ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს”.

ზურაბ შაინიძეს თქმით, ასეთი ოჯახების დახმარებას ის მაქსიმალურად ცდილობს.

"როცა სოციალური აგენტები მოდიან ამ ოჯახების შესამოწმებლად ხან მე და ხან ჩემი მოადგილე მივყვებით, მაგრამ ქულების მინიჭების საკითხი თბილისში წყდება და არ ვიცი ასე რატომ ხდება. მუნიციპალიტეტში, თუ რაიმე დახმარება შემოდის პირველ რიგში ასეთ ოჯახებს ვეხმარებით”.
ქვეყანაში ხელისულფების ცვლილებას გომაროს მცხოვრებლები იმედინად უყურებენ და ფიქრობენ, რომ სამოამვლოდ ფაბრიკა-ქარხნები გაიხსნება და შეჭირვებული მოსახლეობის ნაწილი სწორედ იქ დასაქმედება.

"სოფელში ყველა უმუშევარია, ახალგაზრდებიც. იმედია გაიხსნება რაიმე, სადაც დავსაქმდებით. მარტო მიწის დამუშავებით ძნელია ირჩინო”, - გვითხრა იამზე ქამადაძემ.



[ნუკა სტეფნაძე, ნინო ზედგინიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზანაველები მომავლის იმედით ცხოვრობენ [Video]
”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”
სოფელ ტბის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს
ადიგენის სოფელ გომაროში გვიანი შუა საუკუნეების ფურნეები აღმოაჩინეს [ფოტო]
” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
სხვილისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ