FM97.5 / LIVE

გურკელში სამმეტრიანი თიხის სათავსო აღმოაჩინეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 04.06.2019
ქვევრის მსგავსი ძველი სათავსო ახალციხის სოფელ გურკელში, სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იპოვეს. ადგილზე სპეციალისტები ჯერ არ მისულან.

გურკელში სამმეტრიანი თიხის სათავსო აღმოაჩინეს

„ქვევრს ჰგავს, სიმაღლე დაახლოებით სამი მეტრი, სიგანე კი ორი მეტრი ექნება. სამუშაოების დროს აღმოჩნდა და თუ ისევ მიწა დააყარეს ზედ, ისტორია დაიმარხება“, - გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

როგორც გურკელის სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო მახათაძე განმარტავს, იქ, სადაც ქვევრის ტიპის სათავსო აღმოჩნდა, ადრე ნასახლარი იყო.

მას შემდეგ, რაც აქ ხაშურიდან გადმოსახლებული მოსახლეობა დამკვიდრდა, ახალი სახლების მშენებლობა დაიწყეს, ნასახლარები კი მიწით დაიფარა.

„სოფელში გვეგონა, რომ ქვევრი იყო. მაგრამ სათავსოა, მარცვლეულის ან რაიმე პროდუქტის შესანახი. ასეთები გვინახავს ძველ დასახლებებში. მანდ ადრე მიწური სახლები იყო, რეპატრირებული მესხები ცხოვრობდნენ. როცა აქ 1944 წელს ხაშურიდან ხალხი ჩამოასახლეს, ეს შენობები დახვდათ, ამიტომ ეს სათავსო რომელი წლისაა ვერ ვიტყვით“, - ამბობს ნინო მახათაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, - „არქეოლოგს ველოდებით და მასთან ერთად ავლენ მერიის თანამშრომლები ადგილზე. რამდენადაც ვიცით, მარცვლეულის შესანახი სათავსო უნდა იყოს“.

გურკელში სამმეტრიანი თიხის სათავსო აღმოაჩინეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გურკელში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს არქეოლოგები შეისწავლიან
გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სათავსო იწვის
ტიმოთესუბნის ტაძარში სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს
სოფელ ფიაში XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს
არქეოლოგები: ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა მარანი და მიწისქვეშა სათავსოა
ტიმოთესუბნის ტაძარში ჩადგმულ ხის კარადას დაშლიან