FM97.5 / LIVE

მეწყერმა ადიგენის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 30.03.2018
ადიგენის ორი სოფელი, დაახლოებით 60 ოჯახი, გარესამყაროს მოწყდა. სოფლების: დერცელისა და კიკიბოსთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეწყერმა ადიგენის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა

შემთხვევა დღეს, 30 მარტს, დილით მოხდა.

„მეწყერი, დაახლოებით, 35 მეტრ სიგრძეზე ჩამოწვა და 1.50 სიღმეზე გზა ჩაიტანა. საშიშროებაა, რომ მიწის მასა მდინარ ღაღვში ჩავიდეს და წყალი გადაკეტოს“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

მისი თქმით, დერცელთან მეწყერი ორი დღის წინ დაიძრა: „ვფიქრობდით, რომ საკუთარი ძალებით გავუმკლავდებოდით, დავიწყეთ დაკვირვება და შესწავლა, მაგრამ მდგომარეობა გართულდა. ამიტომ ქვეყნის მასშტაბით, საქმეში ყველა შესაბამისი უწყება ჩავრთეთ“.

ენდელაძის თქმით, მომხდარს გარემოს ეროვნული სანგეტოს გეოლოგები უკვე სწავლობენ, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური: „გზაში არიან საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, აქაა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი. ასევე, მეწყერის ორივე მხარეს ტრასნპორტი გვყავს მობილიზებული და ადგილობრივებს საჭირო ნივთებს ვაწვდით“.

ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ ვიდრე არსებულ ვითარებას კომპეტენტური პირები არ შეისწავლიან, იქ ტექნიკას სამუშაოდ ვერ შეიყვანენ.
„ტექნიკა ვერაფერს იზამს, ველოდებით გეოლოგები რას გვეტყვიან“, – ამბობს მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

სოფელ დერცელში 48, სოფელ კიკიბოში კი 12 ოჯახი ცხოვრობს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ ზონებს გეოლოგები შეისწავლიან
ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]
გოგაშენი–ვარძიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა [ფოტო]
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს
ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]
დამეწყრილ ადიგენში ჯერ ტექნიკა ვერ შეჰყავთ [Photo]