FM97.5 / LIVE

‘მერაბიშვილი არჩევნებში უკონკურენტო იქნება’ - ოპოზიციური პარტიები სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.05.2020
სამცხე-ჯავახეთში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თუ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, იგი ხმების უმრავლესობას მოიპოვებს. მათივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიასთან გააგრძელებს მერაბიშვილი სამომავლოდ თანამშრომლობას, რადგან ორივე მხარე ერთ მიზანს ემსახურება.

‘მერაბიშვილი არჩევნებში უკონკურენტო იქნება’ - ოპოზიციური პარტიები სამცხე-ჯავახეთში

რომელ პარტრიასთან ხედავს თავის პოლიტიკურ მომავალს, ვანო მერაბიშვილს ჯერ ოფიციალურად არ გაუცხადებია, თუმცა უკვე გაჟღერდა მოსაზრებები, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გეგმავს.

„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა. საიდუმლო გავეცი? - არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს. მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“,- განაცხადა „ევროპული საქრთველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

“ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სამცხე-ჯავახეთში არსებულ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მათთვის ჯერ კიდევ უცნობია, რას გადაწყვეტს მერაბიშვილი, რადგან ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის წევრისთვის, კობა სანდროშვილისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ მერაბიშვილი „ნაციონალებთან“ ყოფნას გადაწყვეტს რადგან მიიჩნევს, რომ მათი პარტია მერაბიშვილთან კავშირს მისი დაპატიმრების შემდეგაც ინარჩუნდებდა:

„როცა გაყოფა მოხდა, ზუსტად მაგ პერიოდში 20 იანვარს ჩატარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. მაშინ ვანო მერაბიშვილი დაკავებული იყო. მეც ვესწრებოდი ყრილობას, როგორც დელეგატი და იქ გაჟღედა ღიად, რომ ვანო მერაბიშვილი კვლავ რჩებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად. ამის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება ციხიდან, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ ვრჩებოდე პარტიის გენერალურ მდივნადო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აკეთებდა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ გზავნილებს“, - ამბობს სანდროშვილი.

მისივე თქმით, მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელი ფაქტია და თუ იგი გადაწყვეტს, რომ 2020 წლის არჩევნებზე კენჭი იყაროს, უკონკურენტო იქნება: „თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გადაწყვეტს, რომ იყაროს კენჭი, მას ნამდვილად გააჩნია საკმარისი პოლიტიკური წონა, იყოს სერიოზული კონკურენტი ყველა იმ კანდიდატისათვის, რომელიც შეიძლება ამ რეგიონში იყოს სხვა პოლიტიკური ძალების მიერ წარდგენილი“, - აცხადებს სანდროშვილი.

იგივეს ფიქრობს, ჯავახეთში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი. იგი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმების უმრავლესობას მოაგროვებს და მას მხარდამჭერები არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში ეყოლება: „ვანო მერაბიშვილს სამცხე-ჯავახეთში კი არა, კახეთშიც დაუჭერენ მხარს, არ აქვს მნიშვნელობა სად იყრის კენჭს, ყველა შემთხვევაში გამარჯვებაზეა „განწირული“. მისი წონის ოპონენტი „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, არცერთ რეგიონში და მით უმეტეს სამცხე-ჯავახეთში. რაც უნდა „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც ფეიკებით გაუფუჭოს ხალხს განწყობა ვანო მერაბიშვილის მიმართ, არ გამოუვათ. იმის გამო, რომ შედარებითი ფაქტორი მუშაობს მუდამ, ჩვეულებრივად, შეადარებენ რა იყო და რა მივიღეთ“.

კითხვაზე, თუკი მერაბიშვილი თანამშრომლობისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ აირჩევს, იქნება თუ არა იგი დანაკლისი „ევროპული საქართველოსთვის“ კარაპეტიანი ამბობს, რომ პასუხისგან თავს შეიკავებს, რადგან მერაბიშვილის გადაწყვეტილება მისთვის უცნობია.

„ვართ გაერთიანებულ ოპოზიციაში, ერთობლივ მიზანს ვემსახურებით და ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებას ვემსახურებით ყველა. მანამ ვანო მერაბიშვილი არ გააცხადებს თავის პოზიციას, სად ხედავს თავის პოლიტიკურ მომავალს, იქამდე თავს შევიკავებ. მერაბიშვილი სჭირდება საქართველოს და არა რომელიმე კონკრეტულ რეგიონს ან უბანს“, - ამბობს კარაპეტიანი.

ძალების გაერთიანებაში ხედავს გამოსავალს „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაიცის წარმომადგენელი რატი ტატალაშვილიც. იგი მიიჩნევს, რომ თუკი მერაბიშვილი გადაწყვეტს არჩევნებში კენჭისყრას, მისი მხარდაჭერა ორივე პარტიას მოუწევს.

„თუ იქნა დაშვების დონეზე, რომ ვანო მერაბიშვილი იყოს კანდიდატი, დიდი ალბათობით, ყველას ერთად მოგვიწევს, მის მხადასაჭერად და მის გასამარჯვებლად ბრძოლა. ისედაც გაცხადებული პოზიციაა, მთელი ოპოზიციური ფლანგის, რომ თუ არ იქნა სარჩევნო კოდექსზე შეთანხმება, ოპოზიციას ცალსახად მოუწევს შეთანხმება საარჩევნო ოლქებში თითო კანდიდატის მხადასაჭერად და ის ფაქტი, რომ ვინმე არ დაუჭერს მხარს, მგონი ამ არჩევნებზე იქნება გამორიცხული“, - ამბობს ტატალაშვილი.

პოლიტიკაში მერაბიშვილის დაბრუნდებას იწონებს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

მისი თქმით, ყოფილი თანაპარტიელის სამომავლო გეგმების შესახებ მისთვისაც უცნობია, თუმცა თუკი მერაბიშვილის პოლიტიკური საქმიანობა სამცხე-ჯავახეთსა და ახალციხეს დაუკავშირდება, უკეთესი იქნება:

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, „ყველას მინუს ერთი“ ეს არის ჩვენი დევიზი, ჩვენი საერთო ოპოზიციის. მერაბიშვილი ჩვენი რეგიონის მკვიდრია, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი რეგიონისთვის და ახალციხისთვის. მის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას მე მხოლოდ მივესალმები. დიდი შენაძენი იქნება ნებისმიერი პარტიისთვის“, - აცხადებს დემეტრაძე.

ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დაწესებულება 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა. პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ მან ოფიცილურად განაცხადა, თუმცა რომელ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას და რა ფორმით, ამაზე ჯერ არ საუბრობს.

ვანო მერაბიშვილს კომენტარისთვის არაერთხელ დაუკავშირდა „სამხრეთის კარიბჭე“ თუმცა იგი ამაზე უარს აცხადებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
ვანო მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე იმყოფება
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ
ვანო მერაბიშვილის დასახვედრად სამცხე-ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიდიან
‘გადაწყვეტილება არ მიმიღია’ - მერაბიშვილი არჩევნებში კენჭისყრაზე
'ნაციონალურ მოძრაობას ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში' - ვანო მერაბიშვილი