FM97.5 / LIVE

მეჩეთებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2020
ორთვიანი პაუზის შემდეგ, მუსლიმი თემი ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად აღავლენს. ისინი მეჩეთებში ლოცვას რეგულაციების დაცვით შეასრულებენ. პირველი ერთობლივი ლოცვა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში არსებულ მეჩეთებში რამადანის დღესასწაულზე შესრულდა.

მეჩეთებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა

ადიგენის სოფელ ჭელის მეჩეთში, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, პირველი ერთობლივი ლოცვა, 24 მაისს, რამადანის დღესასწაულზე აღევლინა. როგორც ტაძრის იმამი, ჯამბულ აბულაძე ამბობს, ამიერიდან, პარასკევის ლოცვები მრევლთან ერთად შესრულდება, დანარჩენ დღეებში კი რამდენიმე ადამინი იქნება მეჩეთში:

„დილის 06:00 საათსა და 24 წუთზე შედგა რამადანის სადღესასწაულო ლოცვა რეგულაციების გათვალისწინებითა და წესების დაცვით. ლოცვის აღდგენა დავიწყეთ პარასკევობით, სხვა დღეებში მეჩეთეში ილოცებს მხოლოდ ერთი-ორი პირვნება. ვიცავთ დისტანციას, თითო პიროვნებას შორის მეტრანახევარი-ორმეტრიანი. პირბადე უნდა ჰქონდეს მორწმუნეს და სალოცავი ხალიჩა სახლიდან უნდა წამოიღოს“, - ამბობს მეჩეთის წინამძღვარი.

მისივე განმართებით, ძალაში რჩება შეზღუდვა ხელის ჩამორთმევასა და გადახვევაზე. სალოცავის შესასვლელში კი, მრევლს ხელებისთვის სადეზინფექციო ხსნარი დახვდება.

„ყველაფერი დამოკიდებულია მომავალში მოვლენების განვითარებაზე. ვგულისხმობ, დაავადების გავრცელების ტემპს, თუ იქნება საშიშროება ჩვენ კვლავ დავაწესებთ შეზღუდვებს. თუ იქნება დაავადების გავრცელების სტაბილურად დადებითი ბალანსი, ვილოცებთ, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით“, - ამბობს იმამი ჯამბულ აბულაძე.

მუსლიმმა თემმა ლოცვის წესებში ცვლილებები მარტის შუა რიცხვებში შეიტანა. 18 მარტიდან კი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა დროებით შეჩერდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეჩეთებში პარასკევის  ლოცვები აღარ აღევლინება
მუსლიმურმა თემმა ლოცვის წესებში ცვლილებები შეიტანა
ჭელას მეჩეთში სამხრეთის კედლის მოხატვა დასრულდა [ფოტო]
ჯამბულ აბულაძე მეუფე თეოდორეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის
სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება
მუსლიმები დღეს პრემიერს შეხვდებიან