FM97.5 / LIVE

რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
სამცხე-ჯავახეთში, რელიგიურმა უმცირესობებმა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებებისას მრევლის მონაწილეობაზე უარი თქვეს. მათი განმარტებით, სალოცავებში მრევლის თავშეყრა ინფექციის გავრცელების მიზეზი გახდება. სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ წირვის მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მანამდე მიიღო, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა. სპეციალური დეკრეტის თანახმად, სასულიერო პირები წირვას აღავლენენ, მაგრამ დახურულ კარს მიღმა. ასე გაგრძელდება „დიდ ხუთშაბათამდე“ ანუ ცხრა აპრილამდე. გარდა წირვებისა, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ამავე პერიოდში, ნათლობისა და ჯვირსწერის პროცესიები არ შესრულება.

„ილოცეთ სადაც ხართ და უფალს ვთხოვოთ, რომ ერთად გადავლახოთ ყველაფერი“,– მიმართავს მრევლს ახალციხის გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძრის მოძღვარი თორგომ ვარდანიანი.

ერთი დღის შემდეგ, 19 მარტს, მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა დროებით შეაჩერა მუსლიმურმა თემმაც. მანამდე კი სასულიერო პირებმა მორწმუნეებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართეს, მათ შორის, დაიცვან ჰიგიენის წესები, მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით შემოიფარგლონ, არ ჩამოართვან ხელი და არ გადაეხვიონ ერთმანეთს, ნუ გამოიყენებენ საერთო სარგებლობის კრიალოსანს და ლოცვის დასრულების შემდეგ, არ ჩამოისვან ხელები სახეზე.
ცვლილებების მიღებიდან პირველ პარასკევს მეჩეთებში ერთობლივი ლოცვა აღარ აღევლინა. „დღეს მეტად უჩვეულო გარემო, სიჩუმე იყო ჭელას მეჩეთში. ვიცი, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო თითეული ჩვენგანისთვის თუმცა ქვეყანასი შექმნილმა მძიმე ინფექციურმა ვირუსულმა დაავადებამ მიგვაღებინა აღნიშნული გადაწყვეტილება. გავითვალსწინეთ რა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ხელისუფლების მიერ გამოცხადდა მაღალი რისკის შემცველი მდგომარეობა. ისლამი ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისად იქნა გადაწყვეტილებაც მიღებული“, - ამბობს ადიგენის სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, კვირას, საქართველოს მოქმედ კათოლიკურ ტაძრებში წირვას მრევლი არ დასწრებია.

“ხელისუფლებიდან მიღებული შეტყობინებით, ვეღარ მოხერხდება წმიდა წირვის აღსრულება ხალხთან ერთად (მაქსიმუმ 10 მორწმუნის შეკრება დაიშვება). ყველამ იხელმძღვანელოს საგანგებო მდგომარეობის წესებით და ეპისკოპოსისგან მიღებული მითითებებით”, - განმარტა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცლერმა აკაკი ჭელიძემ.

სასულიერო პირებმა ლიტურგია დაკეტილ კარს მიღმა აღასრულეს. ცვლილებების შესახებ, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ორი დეკრეტი გამოსცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა, აიკრძალა ხელის ჩამორთმევა ლიტურგიის პროცესში და ტაძარში არსებული საერთო სარგებლობის ნაკურთხი წყლის გამოყენება.

მეორე დეკრეტით კი, წირვები დაიხურა. ამ დროისათვის მორწმუნეებისთვის ეკლესიების კარი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით იღება და მსურველებს საშუალება აქვთ 10 წუთით ინდივიდუალურად ილოცონ.

რელიგიური უმცირესობები მიიჩნევენ, რომ ერთობლივად აღვლენილი ლოცვები და ღვთისმსახურებაზე მრევლის თავშეყრა ინფექციის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს.

წირვების მრევლის გარეშე ჩატარებაზე ან ზიარების წესის დროებით შეცვლაზე გადაწყვეტილება არ მიუღია საპატრიარქოს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, საგანგებოდ შეკრებილმა წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ ზიარება კვლავ ერთი კოვზის პრინციპით მოხდებოდა. მეორე დღეს, მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა 10 კაცზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში. სამცხე-ჯავახეთში არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებში მორწმუნეთა რაოდენობამ ათ ადამიანს გადააჭარბა, თუმცა მოძღვრები ამბობენ, რომ ამის გამო, მრევლის ნაწილი ლიტურგიას ეზოდან ადევნებდა თვალს.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში განმარტავენ, რომ მთავრობისგან მიღებული რეკომენდაციის გათვალისწინება მორწმუნეებს შორის გარკვეული დისტანციის დაცვით სცადეს.

„შევეცადეთ, რომ რაღაცნაირად დისტანცირებული ყოფილიყო ხალხი მსახურებაზე, მეტრ-ნახევარი, ორი მეტრი. გარეთაც იდგნენ. ამ შაბათ-კვირას უფრო დახვეწილი იქნება ალბათ ეს მდგომარეობა, უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას თვითონ მრევლი, ვერ განვსაზღვრეთ ზუსტად 10 ადამიანი, მაგრამ შევეცადეთ დისტანცია ყოფილიყო“, - ამბობს ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი ნიკოლოზ აბრამიშვილი.

რაც შეეხება ზიარების წესს, სასულიერო პირი ადასტურებს, რომ ზიარებისას არაფერი შეცვლილა, - „ზიარება ჩვეულებრივად იყო, მაგრამ გამოვაცხადეთ ტაძარში რომ თუ შესაძლებელია ბაღდათით არ ესარგებლათ და იყო ერთჯერადი ხელსახოცები, რომ ტუჩები მოეწმინდათ თუ იქნებოდა ამისი საჭიროება“.

პრეზიდენტის დეკრეტის, მერვე მუხლის მიხედვით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.

2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იმის გამო, რომ საგანგებო რეჟმი დაირღვა, სამცხე-ჯავახეთში არცერთი რელიგიური ორგანზიაცია არ დაჯარიმებულა.
დღესვე, 23 მარტს, ხელისუფლებას 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართ და საჯარო და კოლექტიური რელიგიური ღვთისმსახურების შეზღუდვა სთხოვა.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგიონში რელიგიური ორგანიზაციები პროცენტულად ასე გადანაწილდება:

მართლმადიდებლები - 45%
სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები - 40%;
კათოლიკეები - 9.3 %;
მუსლიმები - 4%.

[თაკო ფეიქრიშვილია, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია -  მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში
სომხური სამოციქულო ეკლესია წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა