FM97.5 / LIVE

რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.05.2020
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“, რომელსაც თამარ გოგოლაძე ხელმძღვანელობდა და სულ სამი წევრისგან შედგებოდა, დაიშალა. გოგოლაძე თანაფრაქციელებმა მარტო დატოვეს, რასაც თავად იმით ხსნის, რომ დეპუტატებმა ერთგვარად „დასაჯეს“, რადგან ახალციხის მერიის მუშაობის შესახებ პროტესტი არაერთხელ გამოთქვა.

რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’

ახალციხის საკრებულოს წევრებმა არჩილ უჩიძემ და მკრტიჩ გინოსიანმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებები დღეს, 22 მაისს დაწერეს. ამ ფაქტს ფრაქციის ხელმძღაველი იმით ხსნის, რომ დეპუტატება „დასაჯეს“, რადგან იგი უკვე რამდენიმე თვეა ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას მოითხოვს და მერიის სამსახურების მუშაობის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიაში აუიდიტი საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ უნდა შევიდეს. სწორედ საგანგებოს მოხსნის წინა დღეს, რატომღაც ისე რომ წინაპირობა არ ჰქონდათ, ორივე წევრი განცხადებას წერს და გადის. ამით მიდიან იმაზე, რომ მე ხელფასს ვკარგავ. თან სულ ვითხოვდი აუდიტის შესვლას და ვფიქრობ საინტერესო დამთხვევაა, აბა რა მიზეზი უნდა ჰქონოდათ წასვლის?!“, - აცხადებს თამარ გოგოლაძე.

რა მიზეზი აქვს წასვლას, ამის შესახებ ფრაქციიდან წასული დეპუტატები არ საუბრობენ: „ჩემი პოზიცია იყო ასეთი. ასე გადავწყვიტე და იმიტომ დავტოვე. არაფერი მომხდარა“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ფრაქციიდან გასული წევრი არჩილ უჩიძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა შეუერთდეს სხვა ფრაქციას, დეპუტატი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.

საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ ფრაქციის დატოვების შესახებ ჯერ დეპუტატების განცხადებები არ მიუღია, თუმცა იცის, რომ „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრები, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ: „არ ვიცი რატომ დატოვეს, თავად მათ ჰკითხეთ მიზეზი. „ქართული ოცნების“ ფრაქციაში გადავიდნენ, თუმცა ჯერ განცხადებით არ მოუმართავთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე ოთხი ფრაქცია დარჩა.

რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’

ამავე თემაზე ნახეთ:


‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’

თამარ გოგოლაძე: ახალციხის მერიის გამარტივებული შესყიდვები კითხვებს აჩენს


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ამბობენ, რომ მერის ბრძანება შევასრულეთ, მაგრამ ეგრე არ არის’ - დეპუტატი ფრაქციის დატოვებაზე
საკრებულოში დაშლილი ფრაქციის წევრებმა ახალი შექმნეს – გოგოლაძე მიღმა დარჩა
დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს
კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა