FM97.5 / LIVE

საკრებულოში დაშლილი ფრაქციის წევრებმა ახალი შექმნეს – გოგოლაძე მიღმა დარჩა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.08.2020
ახალციხის საკრებულოში „ქართული ოცნება – მწვანეების“ დაშლის შემდეგ ახალი ფრაქცია, „ქართული ოცნება – ახალციხე“ შეიქმნა. „მწვანეების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე დარწმუნებულია, რომ მისი ფრაქცია ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის დავალებით დაიშალა.

akhaltsikhis sakrebulo

საკრებულოში შექმნილ ახალ ფრაქციას დეპუტატი სამველ ოვეიანი უხელმძღვანელებს, მისი წევრები კი მიმდინარე წლის მაისში დაშლილი „ქართული–ოცნება მწვანეების“ დეპუტატები, არჩილ უჩიძე და მკრტიჩ გინოსიანი არიან.

თამარ გოგოლაძე, რომელიც „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე იყო „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ ახალი ფრაქციის შექმნით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა რომ მისი ჩამოშორება უნდოდათ.

„წარმოდგენა არ მქონდა რომ ახალი ფრაქცია იქმნებოდა და ძალიან მოულოდნელი იყო. მაგათ უნდათ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ყველაფერს ჩამომაშორონ. ფაქტი სახეზეა, გარეშე თვალითაც ჩანს ყველაფერი. პიროვნულად ახალი ფრაქციის თავმჯდომარეს პატივს ვცემ, თუმცა ის პირადად არ წყვეტს არაფერს, ვინც წყვეტს ასეთ საკითხებს, ეს არის ქალაქის მერი [ზაზა მელიქიძე]“ – ამბობს თამარ გოგოლაძე.

კითხვას, ნიშნავდა თუ არა თამარ გოგოლაძის ჩამოშორებას, ძველი ფრაქციის დატოვების და ახლის შექმნის ფაქტი, არჩილ უჩიძე ასე პასუხობს.

„არაფერი დაუშავებია ჩემთვის თამარ გოგოლაძეს და არც არავის, ეს იყო უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება რომ ასე უნდა მომხდარიყო“, – ამბობს უჩიძე.

„ქართული ოცნება – მწვანეების“ დაშლაში ნებისმიერი სახით მონაწილეობას უარყოფს ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე.

„მე არც ფრაქციის დაშლაში მიმიღია მონაწილეობა და არც შექმნაში. ეს საკითხები არის საკრებულოს გადასასაწყვეტი და ამაზე დეპუტატები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

ახალი ფრაქციის შექმნის შემდეგ, ცვლილება შევიდა საკრებულოს საშტატო ნუსხაშიც. მაისში დაშლილ ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეებს“ მოადგილე არ ჰყავდა. ახალი ფრაქციაში მოადგილე კი არჩილ უჩიძე იქნება. შედეგად საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.

ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ახალციხის საკრებულოს დღეს, 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ეცნობა.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ამბობენ, რომ მერის ბრძანება შევასრულეთ, მაგრამ ეგრე არ არის’ - დეპუტატი ფრაქციის დატოვებაზე
რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია 'ერთობა' შეიქმნა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს