FM97.5 / LIVE

თამარ გოგოლაძე: ახალციხის მერიის გამარტივებული შესყიდვები კითხვებს აჩენს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2020
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ მერიას არაერთი გამარტივებული ტენდერი აქვს გაფორმებული, რომელთა საფუძველიც საკრებულოს დეპუტატებისთვის უცნობია. მან თვითმმართველობისგან მოითხოვა იმ დოკუმენტების გადაგზავნა, რომლის მიხედვითაც მერია ხელშეკრულებებს აფორმებს.

თამარ გოგოლაძე: ახალციხის მერიის გამარტივებული შესყიდვები კითხვებს აჩენს

გამარტივებული ტენდერების შესახებ თამარ გოგლაძემ პრეტენზია დღეს, 28 თებერვალს, ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გამოთქვა. მისი თქმით, მერია გამარტივებული ტენდერებისთვის საჭირო დოკუმენტაციას სრულად არ აგზავნის, რის გამოც მისთვის უცნობია, 5 000 ლარზე მაღალი ღირებულების გარკვეულ სამუშაოებზე რატომ არ ცხადდება ელექტრონული ტენდერი და რის საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება გამარტივებული წესით.

„როდესაც შემოდის საკითხი მერიიდან უნდა მიეწეროს, რომ ამ განკარგულების საფუძველზე უნდა მოხდეს გამარტივებული შესყიდვა, იმიტომ, რომ მონიტორინგისთვის ეს არის აუცილებელი. მე პიროვნულად შეიძლება გესაუბრეთ და პასუხი გამეცით, მაგრამ ვამბობ, რომ უნდა იყოს დოკუმენტურად დასაბუთებული. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც საფუძველს არ გვიგზავნის მერია ორგანოს, რომელმაც მონიტორინგი უნდა გავაკეთოთ“.

გოგოლაძეს პრეტენზიას ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ უპასუხა: „წერილი დაწერეთ და გამოითხოვეთ“.

რაზეც გოგოლაძემ აღნიშნა, რომ მას წერილის წერა არ უნდა დასჭირდეს და ინფორმაციის მიწოდება მერიის ვალდებულებაა.

„კითხვები გამიჩნდა აქ ჩამოთვლილ საკითხებზე: სატრანსპორტო მომსახურება - 46 984 ლარი, საპროექტო დოკუმენტაცია - 12 768 ლარი, თამარ მეფისი ძეგლის რეაბილიტაცია - 6 000 ლარი, ადმინისტრაციული შენობაში, ხანძარი რომ მოხდა, ამაზე არის სამი ხელშეკრულება: 10 850ლარი, 88 409 ლარი, 299 094 ლარი, ადმინისტარციული შენობის დაცვა 80 400 ლარი... ეს თანხები ყველა 5 000-ზე მეტია და არის ყველა გამარტივებული შესყიდვით. სიტყვიერი ახსნა, რომ რომელიღაც ექსკლუზივია, ეს გადაუდებელია მდგომარეობაა, არ არის საკმარისი. როგორ არის გადაუდებელი აუცილებლობა ხანძრისა, როცა დღემდე აგერ მიმდინარეობს სამუშაოები“, - იკითხა გოგოლაძემ.

ახალციხის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის, ქეთევან ინასარიძის თქმით, საფუძველი დოკუმენტურად არ არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს: „ყველა ხელშეკრულებაში მიმთითებულია საფუძველი, უბრალოდ ახლა ასე არ არის წარმოდგენილი“.

დღევანდელს სხოდმაზე ინასარიძემ 2019 წლის განმავლობაში მერიის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სულ 437 სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა, მათი ჯამური ღირებულება კი 16 460 379 ლარია. მათ შორის:

- ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელდა: 133 სახელმწიფო შესყიდვა;
- გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით განხორცილედა 267 სახელწმიფო შესყიდვა;
-კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელდა: 37 სახელმწიფო შესყიდვა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა
ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს
დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს
ჭვინთასა და ელიაწმინდაში წისქვილები რეაბილიტირდება