FM97.5 / LIVE

‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’ – ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერიის ტენდერებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.05.2020
ახალციხის საკრებულოსა და ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, TI-ს კვლევაში მოყვანილი საკითხები, ახალცხიის მერის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათთვის სიახლე არ არის. მათივე თქმით, ამ და სხვა საეჭვო ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები არაერთხელ გაუჩნდათ და პასუხები დღმდე არ მიუღიათ.

‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’ – ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერიის ტენდერებზე

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ უკვე წლებია მუნიციპალიტეტის ტენდერებთან დაკავშირებით უწყებაში აუდიტის შესვლას ითხოვს. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში გოგოლაძე განმარტავს, რომ საეჭვო ტენდერების საკითხი არაერთ სხდომაზე დააყენა.

„იმის გამო, რომ ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება ყოველთვის ტენდერებთან დაკავშირებით, ვითხოვდი აუდიტის შესვლას. ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის ძნელია ეჭვებით საუბარი. სწორედ ამიტომ ვითხოვ საკითხების საფუძვლიან კვლევას. გასაკვირი არაა, რომ ჩანს ბევრი კითხვა, რაზეც საგამოძიებო უწყებებმა უნდა იმოქმედონ შესაბამისად“, – ამბობს თამარ გოგოლაძე.

მისივე თქმით, ტენდერებთან დაკავშირებით, მისი მოთხოვნები პროკურატურისთვისაც ცნობილია: „აქ ყველამ ყველაფერი იცის, მოგეხსენებათ პატარა რეგიონია, მთავარი ისაა, რომ კანონიერად იქნეს გამოკვლეული ყველაფერი, როგორც აუდიტის, ისე ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ“.

საეჭვო ტენდერების საკითხზე სრულყოფილი გამოძიების იმედი არ აქვს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გელა დემეტრაძეს.

„ახალციხის მერის შემთხვევაში, პირველი არაა. ამაზე იყო გამოძიებაც, თუმცა ამ დრომდე არ დადებულა არანაირი დასკვნა.

საზოგადოებისთვის ცნობილი არაა ჯერ კიდევ, ჰქონდა თუ არა გარკვეული პირების ლობირებას ადგილი სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების შერჩევისას. იგივე ხდება ახლაც, არაფერი უცხო არაა. ყველა ხვდება რომ რაღაც ინტერესებია აქ, ან კორუფციაა. არც ახალა გვაქვს იმედი რომ რეალური დასკვნა დაიდება გამოძიების მიერ“.

დემეტრაძის თქმით, ამ საკითხებზე ადრეც ხშირად საუბრობდა - „მეტი ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს, რომ რამე მოვიმოქმედოთ“.
„სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა ახალციხს მერის რძალს, ნანა მაისურაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით გასულ წელს უკვე გვიპასუხა, და არც ხელახლა გამეორებას და არც რაიმეს დამატებას აპირებდა.

2019 წელს, როცა „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის ბაღებში პურის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში მერის რძლის მონაწილეობაზე სტატია დაწერა, ნანა მაისურაძემ ასე განაცხადა: „არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. მე არც მყავდა წელს კონკურენტი და ისე გავიმარჯვე. ზოგჯერ ვიგებდი, ზოგჯერ ვერა. სანამ ჩემი მაზლი მერი გახდებოდა, იქამდეც ვიგებდი ტენდერებს. შემაქვს პური და ფუნთუშეული. მე ჩემს მაზლს თვეში ორჯერ ან ვხვდები ან ვერა“.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა მერის ძმამ, თამაზ მელიძიემ: „საქმე ნახეთ შვილო, წადით“ – გაგვიცხადა მელიქიძემ.
რედაქცია მეორე დღეა ცდილობს თავად მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებას, თუმცა იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან ირკვევა, რომ ზაზა მელიქიძის ძმის კომპანიის ტენდერებში ახალციხის მერი [მაშინ გამგებელი] ჩართული თავადაც იყო, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ის ასვე იხილავდა ძმის კომპანიის კონკურენტების დისკვალიფიკაციის საკითხსაც, უშუალოდ ხელშეკრულების გაფომრების სტადიაზე კი უთითებდა რომ ინტერესთა კონფლიქტში იმყოფებოდა, ამიტომ დოკუმენტზე ხელს მისი მოადგილე, გურამ მელიქიძე აწერდა. რაც შეეხება მერის რძლის კომპანიას, კვლევის მიხედვით მელიქიძეს რძლის კომპანიასთან ერთი ხელშეკრულება თავად აქვს გამოფრმებული, დანარჩენი კი მერის რძალმა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებთან გააფორმა. ამის შესახებ, გასულ წელს "სამხრეთის კარიბჭე" წერდა.

TI-ს მიხედვით, ზაზა მელიქიძის ძმის და რძლის კომპანიამ, მისი თანამდებობზე ყოფნის პერიოდში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

ორგანიზაციამ ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებით კვლევა გასულ წელსაც გამოაქვეყნა. მაშინ საქმე ეხებოდა თავად მერის კომპანიებთან დაკავშირებულ ტენდერებს, რაზეც გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ანტიკორიფციულმა სააგენტომ დაიწყო. უწყება ახალ კვლევაში მოყვანილი საკითხებითაც დაინტერესდა.

მათი ინფირმაციით, მერთან დაკავრებული კომპანიების ტენდერებზე გამოძიება კვლავ გრძელდება, რაც შეეხება ახალ კვლევას, რომელიც ახალციხის მერის გარდა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის მოგებულ ტენდერებს უკავშირდება, ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, მოკვლევას დაიწყებენ.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
‘კავშირი არ მაქვს მის კომპანიასთან’ – ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე ძმის მიერ მოგებულ ტენდერებზე
ახალციხის მერთან დაკავშირებულ ტენდერების საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს
TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო
'დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე