FM97.5 / LIVE

კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2020
საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის დეკრეტის საფუძველზე, 17 მაისიდან ტაძრებში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება. ლიტურგიისას მრევლს დისტანციის დაცვა დაევალა. ძალაში რჩება ზიარების მიღების შეცვლილი წესი.

კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგა

17 მაისს, დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში საკვირაო წირვები მრევლთან ერთად აღევლინა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რიგით მეოთხე დეკრეტი გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ ლიტურგიებში მონაწიელობის გაგრძელება მრევლს შეეძლება, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული რეკომენდაციები, რომლის დაცვაც, როგორც მრევლს, ასევე სასულიერო პირებს ევალებათ.

„ამ გადაწყვეტილების შესახებ გატყობინებთ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება თითქმის ჩვეულ რიტმს უბრუნდება; შევიტყე, რომ ეპიდემიის მდგომარეობა აღარაა ისეთი მძიმე; მას შემდეგ, რაც არაერთხელ ვთხოვე ხელისუფლებას, მოეცა მითითებანი და ვერ მივიღე პასუხი და, მას შემდეგ, რაც შევიტყე, რომ სხვა ქვეყნებში საჯარო ღვთისმსახურება ახლდება, იქაც, სადაც ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში პირველებმა მივიღეთ დეკრეტი ლიტურგიებზე მორწმუნეთა არდასწრების შესახებ“, - წერია დეკრეტში.

ეპისკოპოსის თქმით, ეკლესიამ ნაბიჯი სიფრთხილით მიიღო, ამიტომ ის, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით რისკ ჯგუფში შედის, სავალდებულო წირვაზე დასწრებისგან თავისუფლდება.

„გატყობინებთ, რომ ამ კვირიდან 17 მაისიდან, ჩვენი ღვთისმსახურებები განახლდება ხალხისათვის ყოველდღიურად. ამ ნაბიჯს ვდგამთ დიდი სიფრთხილითა და წინდახედულობით! იმ მორწმუნეებს, რომლებიც ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკის ქვეშ არიან და გრძნობენ სისუსტეს, შეუძლიათ დარჩნენ სახლში, სავალდებულო წირვისაგან თავისუფლები და ლოცვაში ან წმიდა წირვაში ჩაერთონ „საბამედიას“ საშუალებით“, - ნათქვამია დეკრეტში.

ამავე დეკრეტში მოცემულია რეკომენდაციების ჩამონათვალი:

ა) ტაძარში შესვლამდე გავიკეთოთ პირბადე და დავიმუშაოთ ხელები (შესასვლელთან დაგხვდებათ საჭირო მასალა);

ბ) ტაძრის შესასვლელში კვლავაც არ იქნება ნაკურთხი წყალი. ვისაც სურს, შუძლია სთხოვოს მღვდელს და ნაკურთხი წყალი ბოთლით წაიღოს სახლში. მღვდელს შეუძლია გამოიყენოს ნაკურთხი წყალი მორწმუნეთა სასხურებლად, წირვის დასაწყისში;

გ) ტაძარში დაიცავით სულ ცოტა ერთი მეტრის დისტანცია (ადგილები დანიშნული იქნება);

დ) ყოვლადწმინდა ზიარების მისაღებად, მორწმუნეები ჩადგებიან რიგში, ერთი მეორესგან ერთი მეტრის დაშორებით. ზიარებას ვღებულობთ ხელის გულზე, როგორც უკვე გეცნობათ;

ე) თუკი ყველა მსურველი ვერ მოთავსდა ტაძარში, დარჩნენ ტაძრის ეზოში, სადაც მეგაფონებით მოისმენენ წირვას. პირველი კვირის გამოცდილება გამოგადგებათ მომდევნო კვირასაც;

ვ) საჯარო ღვთისმსახურების შემდეგ მოხდეს იმ მერხების ჰიგიენური დამუშვება, სადაც მორწმუნეები ისხდნენ;

ზ) თანამწირველი მღვდლების ზიარებისა და მშვიდობის ნიშნის გაცვლისათვის ძალაში რჩება ბოლო განკარგულება. მღვდლებმაც და მინისტრანტებმაც დაიცვან დისტანცია. მინისტრანტებმა გაიკეთონ პირბადე, მღვდელს შეუძლია პირბადის გარეშე ყოფნა;

თ) ლიტურგიის ბოლოს გამოცხადდეს, რომ პირველები უნდა გავიდნენ ბოლო რიგები, რათა ხალხის შექუჩება არ მოხდეს;

ი) მონანიების საიდუმლო არ მოხდეს სააღმსარებლოში, არამედ ღია სივრცეში;

კ) საზაფხულო აქტივობებისთვის განკარგულებებს მიიღებთ მომავალში; ეჭვგარეშეა, რომ ზაფხული არ იქნება ისეთივე, როგორც ყოველ წელს;

ლ) ივნისის თვიდან შესაძლებელი იქნება შეხვედრები მოზრდილ ჯგუფებშიც, კატექეზებისთვისაც, თუმცა დაცულ იქნას დისტანცია და ზემოთ მოყვანილი სიფრთხილის ზომები (პირბადე, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა);

მ) „საბამედიას“ საშუალებით გაგრძელდება ლიტურგიების პირდაპირი ჩართვები მათთვის, ვისაც არ შეეძლება ეკლესიაში მოსვლა.

კათოლიკე ეკლესიაში, ეპისკოპოსის დეკრეტის საფუძველზე, 17 მარტიდან ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა, 20 მარტიდან კი ტაძრებში მრევლის მონაწილეობით წირვები შეწყდა. მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა ბზობის, დიდი ხუთშაბათის, წითელი პარასკევისა და აღდგომის ლიტურგიებიც.

კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგასაკვირაო წირვა არლის ეკლესიაში

კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგასაკვირაო წირვა ვალის ეკლესიაში

კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგასაკვირაო წირვა თბილისის ეკლესიაში

კათოლიკურ ეკლესიებში საჯარო ღვთისმსახურება აღდგასაკვირაო წირვა თბილისის ეკლესიაში

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
საქართველოს კათოლიკე ეკლესიამ ზიარების წესში ცვლილება შეიტანა
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]
სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება