FM97.5 / LIVE

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2018
კათოლიკე ეკლესიამ, 31 მაისს ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული აღნიშნა. მესხეთში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინა და ყვავილებით, ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულის მესხური სახელწოდებაა. რეგიონში მცხოვრები კათოლიკეები მას სულთმოფენობიდან ათი დღის შემდეგ ზეიმობენ. წელს ეს დღე 31 მაისს აღინიშნა.

დღესასწაული წმინდა წირვასა და საზეიმო მსვლელობას მოიცავს. მისი ერთ–ერთი ატრიბუტი ფერადი ყვავილებია -"ქრისტიანებს გვწამს, რომ ამ დროს, ევქარისტიის მეშვეობით, ცოცხალი ქრისტეა ჩვენს შორის. სწორედ ამიტომ, პატივისცემის ნიშნად, ჩვენ მას გზაზე ყვავილებს ვუფენთ", – ამბობენ მორწმუნეები.

'ვარდისშეყრა' სოფელ არლის კათოლიკურ ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. იგი დილის 10:00 საათზე, მღვდელმა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა. სასულიერო პირმა, ქადაგებისას, პურისა და ღვინის, ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქმნის შესახებ ისაუბრა.

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

წირვის დასრულების შემდეგ, 'ვარდისშეყრის' მსვლელობა სოფელ არლიდან უდეში გაიმართა. დაახლოებით ოთხ კილომეტრიან გზაზე, მრევლი ოთხჯერ შეჩერდა, საგანგებოდ მომზადებულ ადგილებზე სახარების სხვადასხვა მონაკვეთი წაიკითხეს.



"დღესასწაული მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიაში აღინიშნება. მას მთელი მსოფლიოს კათოლიკეები ვზეიმობთ. წმინდა ზიარების თანხლებით გამოვდივართ ხალხში და ვაღიარებთ ჩვენს რწმენას. მღვდელს, რომელიც წინ მიუძღვის მსვლელობას, მიაქვს ყოვლადწმინდა საიდუმლო, აღმდგარი იესოს სხეული ანუ ის, რასაც ჩვენ ვიღებთ ზიარების სახით", – ამბობს მესხეთის დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი.



ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლკე ეკლესიაში მეცამეტე საუკუნიდან აღინიშნება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომუნისტურ პერიოდში, როცა მესხეთის სოფლებში კათოლიკე მღვდლები არ სწირავდნენ, მორწმუნეები 'ვარდისშეყრის' დღესასწაულზე ბუზმარეთის ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ.




'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
რაბათში სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [Photo]
მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]
კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]
აღდგომა ახალციხის კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

რაბათში კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა [ფოტო]
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ