FM97.5 / LIVE

სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.04.2020
სამცხე–ჯავახეთში არსებულ სომხურ სამოციქულო ეკლესიებში ათი ქალწულის ხსოვნის, დიდი ხუთშაბათის, წითელი პარასკევის და სააღდგომო ლიტურგიები მრევლის გარეშე შესრულდება. ეკლესიებში ამ დროს მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

12 აპრილს, სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. არქიმანდრიტ ამირიანის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ღვთისმსახურება, ასევე დიდი შვიდეულის, ანუ აღდგომამდე კვირის ყველა ლიტურგია, კარს მიღმა, მრევლის დაუსწრებლად ჩატარდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ეკლესიის არქიმანდრიტმა უკვე ხუთი დეკრეტი გამოსცა:

დიდ ხუთშაბათს, იგივე „უფლის სერობის“ წირვას, არ შესრულდება ტრადიციული ფეხთბანვის რიტუალი.

წითელი პარასკევის მსახურებას, ჯვრის თაყვანისცემის აქტში, ჯვარს ემთხვევა მხოლოდ ის პირი, რომელიც მსახურებას აღასრულებს.

რაც შეეხება სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიას, დეკრეტის მიხედვით ყველა სასულიერო პირი ვალდებულია გაითვალისწინოს „კომენდანტის საათი“ და წირვა შესაბამისად აღავლინოს.

„დიდ შაბათს ღამისთევის საპასექო წირვას ადრე აღვავლენთ, ჩავატარებთ ცეცხლის ანთების რიტუალს და ცეცხლს სამოციქულო ეკლესიის ეზოში დავტოვებთ, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე მორწმუნეებს შეეძლებათ საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვით მოვიდნენ ეკლესიაში და ცეცხლი სახლში წაიღონ“ , – გვითხრა ახალციხის სამოციქულო ეკლესიის მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება აღდგომის დღეს, სომხური სამოციქულო ეკლესიები ღია იქნება 10:00–დან 20:00 საათამდე: „საგანგებო მდგომარეობის წესების მკაცრად დაცვით, მრევლს შეეძლება მოვიდეს ეკლესიაში (არა ჯგუფებად) და მიიღონ კურთხევა და წმიდა ზიარება“.

არქიმანდრიტის დეკრეტის საფუძველზე, 17 მარტიდან ტაძრებში წირვა მრევლის გარეშე მიმდინარეობს.

ხუთ აპრილს, მრევლის გარეშე აღევლინა ბზობის სადღესასწაულო წირვაც.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს
სომხური სამოციქულო ეკლესია წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს
სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება
კათოლიკე ეკლესიაში ბზობის წირვა მრევლის მონაწილეობის გარეშე აღევლინა [ფოტო/ვიდეო]