FM97.5 / LIVE

‘ლაფი მოდის მილებში’– საროში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2020
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის, ადგილობრივები ამბობენ, რომ მთიდან სუფთა წყლის ჩამოსაყვანად მილები აქვთ, მაგრამ სამუშაოებს ვერ იწყებენ, რადგან მერიისგან მძიმე ტექნიკის გამოყოფას უშედეგოდ ითხოვენ.

‘ლაფი მოდის მილებში’– საროში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ

სოფელ საროში, სადაც 60–მდე ოჯახი ცხოვრობს სასმელი წყლის პრობლემა 15 წელია აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა სათავე–ნაგებობაა, რომლის გაკეთებაც ვერ ხერხდება.

„ამ წუთებში ამღვრეული წყალი მოდის. როცა გაწვიმდება დაახლოებით ნახევარ საათში ისე იმღვრევა, რომ სასმელად უვარგისი ხდება. პრობლემა სათავე–ნაგებობიდან მოდის. ხან წვიმაა მიზეზი, ხან მანქანები დადიან და ისინი ამღვრევენ, მერე ლაფი მოდის მილებში“, – გვითხრა სოფელ საროში მცხოვრებმა ოთარ ლონდარიძემ.

ლონდარიძის განმარტებით, წლების წინ სოფელმა დახმარებისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. თვითმმართველობაში ადგილობრივებს განუცხადეს, რომ სათავე–ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს ვერ გამოყოფდნენ, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ მერია მილებს შეიძენდა, მოსახლეობა კი მთიდან წყალს თვითონ ჩამოიყვანდა.

„იყვნენ მერის წარმომადგენლები, ავიყვანეთ სათავესთნ, ვაჩვენეთ პრობლემა, გვითხრეს, რომ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ვერ მოაგვარებდენ, ამიტომ შევთავაზეთ, ერთი მილით მაინც ჩამოეყვნათ სუფთა წყალი, რომელიც სოფლის ცენტრში დადგებოდა, იქიდან კი ვედრებით ყველა წავიღებდით. მერის დახმარებით შევიძინეთ მილები, მაგრამ ორი წელია მეზობელთან აწყვია, მილების ჩასაწყობად ტექნიკაა საჭირო, რამდენჯერ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს ლონდარიძე.

ასპინძის მერიის წარმომადგენლის ასისტენტის, გოჩა ასპანიძის განცხადებით, მათ მოვალეობაში, მხოლოდ მილების შეძენა შედიოდა, დანარჩენი სამუშაოები კი სოფლის მოსახლეობას თავად უნდა შეესრულებინა.

„სოფელს უნდა გაეკეთებინა, მილების მოტანა იყო ჩვენი ვალი. მაშინ თავიდანვე უნდა ეთქვათ, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ“, – გვითხრა გოჩა ასპანიძემ.

ლონდარიძის განცხადებით, ადგილობრივები მზად არიან მილების ჩასაწყობად ფიზიკურად იმუშაონ, მაგრამ ამისთვის მძიმე ტექნიკაა საჭირო.

„ამას ხელით ვერ გავაკთებთ რადგან 1 500 მეტრია გასათხრელი. სოფლის კრებაზე თებერვალში ვუთხარი მერს რომ ტრაქტორი მოეყვანა, შეგვპირდა, მაგრამ დღესაც გასაკეთებელია. რა ვიცი რისთვის უნდათ ეს ტექნიკა რაიონს თუ არ გამოადგა?! გათხარონ და დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ“, – ამბობს ოთარ ლონდარიძე.

გოჩა ასპანიძე ამბობს, რომ რადგან წყლის ჩამოყვანა ადგილობრივებმა ვერ მოახერხეს, ამას მერია გააკეთებს, სამუშაოების დასაწყებად კი გამოდარებას ელოდებიან.

„ტრაქტორიც, რომ მოვიყვანოთ არც მაშინ არ გამოვლენ და არ გააკეთებენ, მერე მოითხოვენ სამალიოტის მოყვანას. ვერ შეძლეს კი არა, არ ისურვეს. ვინმე გამოვიდა და ვერ შეძლო? რადგან არ აკეთებს სოფელი, ჩვენ სხვანირი მეთოდებით გავაკეთებთ. ჩემთვის აქამდე არ მოუმართავთ, ახლა მითხრეს და ვუთხარი გაგიკეთებთ–თქო. აქამდე წვიმები იყო და ტრაქტორი ვერ იმუშავებდა“, – ამბობს ასპანიძე.

„სამხრეთის კარიბჭე“ ასპინძის მერს, დაუკავშირდა, როსტომ მაგრაქველიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პრობლემას ჟურნალისტების ჩარევის გარეშეც მოაგვარებენ და ტელეფონი გათიშა.

„მილები შეძენილ იქნა იმ პირობით, რომ იქნებოდა თანამონაწილეობა სოფლის. მერია შეუძენდა საჭირო მასალებს და სოფელი თავისი ძალებით გამოიყვანდა წყალს. ჩვენ გვითხრან მერე ეგ პრობლემა, თქვენ შეუძინეთ მილები?! ის პრობლემა მოიტანეს ჩვენთან და შევუძინეთ, ეს პრობლემაც მოიტანონ და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. ჩვენ უთქვენოდ შევუძიენთ მილები და მაგ პრობლემასაც მოვაგვარებთ“, – განაცხადა როსტომ მეგრაქველიძემ.

‘ლაფი მოდის მილებში’– საროში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ

[ნუკა სტეფნაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
სამი წყაროს იმედად

‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება