FM97.5 / LIVE

‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 18.09.2018
ახალდაბაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და ფილტრების მოსაწყობად 800 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა წელს მოსახლეობას სასმელი წყალი ისევ გაუფილტრავად მიეწოდება.

‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ზედამხედველობის სამსახურის ინჟინერმა დავით პარკაძემ ახალდაბაში წყლის სათავე ნაგებობაზე დასრულებული პროექტის შესწავლა დაიწყო. მან დღეს, 18 სექტემბერს, ობიექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ბუბა ბერიძესთან და ადგილბორივებთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფილტრი არაფერ შუაშია, მოსახლეობის წყლის დაბინძურებასთან. აქ მთლიანად შიდა ქსელია შესაცვლელი, თუმცა მაინც დეტალურად შევისწავლით რაიმე ხარვეზი ხომარ არის და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება პასუხიც“, – გვითხრა დავით პარკაძემ.

შიდა მილები რომ დაზიანებულია, ამაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძეც საუბრობს: „ფილტრი კარგად მუშაობს, მაგრამ მისი ჩართვა ძველი მილების გამო დაუშვებელია, როგორც კი საფილტრს ვრთავთ მილები სკდება. წეღანაც გავუშვით სასინჯად და ერთ წერტილში ამოხეთქა უკვე“.

‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდებაგასულ კვირას „სამხრეთის კარიბჭესთან“ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჩხაიძე აცხადებდა, რომ თვითმმართველობამ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი ხარვეზების გამო არ ჩაიბარა. ფონდში კი ირწმუნებოდნენ, რომ მერიამ მშენებლებთან მიღება–ჩაბარების აქტები უკვე გააფორმა.

დღეს კი როგორც მერიის, ასევე, ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროექტი ამ დრომდე ჩაბარებული არაა.

„თუმცა, მიზეზი ხარვეზი არა არის. კომპანიას საგარანტიო ვადა თებერვლამდე აქვს და მანამდე ჩავიბარებთ, როგორც კი ეს შემოწმებებიც მოხდება და დავრწმუნდებით, რომ ფილტრები კარგად მუშაობს“, – გვითხრა ბერიძემ.

მისივე თქმით, წელს ახალდაბის მოსახლეობა სუფთა წყალს ვერ მიიღებს, რადგან სისტემის შესაცვლელად ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არაა: „მომავალ წელს პროექტში ჩავსვამთ და ახალ სისტემას გავიყვანთ“.

ბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობას ამ დროისათვის, 10 დღიანი წყვეტის შემდეგ, სასმელი წყალი მიეწოდება, თუმცა მღვირე.

ახალდაბელები 18 სექტემბერს გზის გადაკეტვას აანონსებდნენ.

„ვითხოვდით, რომ წყალი გამოეშვათ. დაბინძურებულია, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. თან გვითხრეს, თანხა არ გვაქვს წელს მილები რომ გავაკეთოთო და ჩვენს პროტესტს რაღაცა აზრი აქვს?! დაველდოებით მომავალ წელს და ვნახავთ რას გაგვიკეთებენ“, – ამბობს ახალდაბის მკვიდრი ასმათი ლომიძე.

‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება

შეგახსენებთ, რომ ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია რვა თვის წინ დასრულდა, დასახლების ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება, ნაწილთან კი დაბინძურებული მოდის.

ახალდაბაში სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან
ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]
ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს
მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება