FM97.5 / LIVE

ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.02.2019
2019 წელს, ასპინძაში ოთხი სოფლის საროს, ხიზაბავრის, თოკისა და ვარგავის სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენისა და სათავენაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.

ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

სოფლები სარო, ხიზაბავრა, თოკი და ვარგავი სასმელი წყლით ერთი სათავენაგებობიდან მარაგდება. სისტემის საპროექტო სამუშაოებს შპს „ვეგა+“ ახორციელებს. კომპანიამ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 11 560 ლარზე მოიგო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ოთხივე სოფლის ცენტრალური სათავე ნაგებობა სრულად და ასევე, მილსადენები უნდა მოწესრიგდეს. თუმცაღა, მილსადენების რეაბილიტაცია იმ ადგილამდე იგეგმება, საიდანაც წყალი ოთხ სოფელში ნაწილდება. ამიტომ სოფელ საროსა და თოკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა ისევ სასმელი წყლის პროექტები შეარჩიეს.

ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილი ამბობს, რომ საროში ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში ამ სოფლის სათავენაგებობა გაკეთდება, თოკში კი ორკილომეტრიანი წყლის მილი შეიცვლება.

„ეს კონკრეტული პროექტები არ იყო გათვალისწინებული იმ პროექტში, რაზეც მერია ტენდერს აცხადებს. საროს მუდმივად პრობლემა ჰქონდა, რომ გაუმართავი სათავენაგებობის გამო მღვრიე წყალი მოდიოდა, ხოლო თოკი ამორტიზებული მილით ბევრ წყალს კარგავდა“, – ამბობს ალელიშვილი.
საროშიც და თოკშიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა 10 000– 10 000 ლარია.

რა დაიხარჯება ამ სოფლების ცენტრალური სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

ასპინძაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ ჯამში 304 000 ლარი გამოყო.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
რომელ სოფელში რა გაკეთდება ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?