FM97.5 / LIVE

ახალციხეში ოთხი ახალი სკვერი კეთდება

მთავარისაზოგადოება 12.11.2013
ერთ თვეში ახალციხეს ოთხი ახალი სკვერი შეემატება, თამარაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე სამშენებლო სამუშოები უკვე მიმდინარეობს.

ახალციხეში ოთხი ახალი სკვერი კეთდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული 19 პროექტიდან ერთ-ერთი თამარაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე სკვერების მოწყობასა და კორპუსებთან მისასვლელი გზის მოასფალტებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ქუჩებზე სკვერების კეთილმოწყობა თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კენტაური და კომპანია“ ასრულებს.

ახალციხეში ოთხი ახალი სკვერი კეთდებათამარაშვილის ქუჩაზე ორი სკვერი კეთდება, ერთი, ეგრეთ წოდებული, რვასართულიანების ეზოში და მეორე სამედიცინო კოლეჯის წინ.

„ყველა სკვერში დაიგება ფილები, დაიდგმება სკამები, გაკეთდება განათება და გაზაფხულიდან გამწვანებასაც დავიწყებთ“,- ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე.

თამარაშვილის ქუჩაზე კორპუსებთან მისასვლელი გზის მოასფალტება და სკვერების მოწყობა 298,170 ლარი ჯდება.

ახალციხეში ოთხი ახალი სკვერი კეთდებაორი სკვერი მოეწყობა 9 აპრილის ქუჩაზეც. ბლიაძის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სკვერისთვის ტერიტორიის მოსასწორებლად მოსახლეობის მიერ უკანონოდ მითვისებული ნაკვეთების დაშლა გახდა საჭირო, რაზეც მოსახლეობას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

„9 აპრილზე სკვერისთვის უფრო დიდი ტერიტორია გამოიძებნა. ორივე სკვერში 1700 კვადრატზე ქვაფენილი უნდა დაიგოს, რჩება ღია ადგილები, სადაც გამწვანება გაკეთდება“,-ამბობს ბლიაძე.

ახალციხეში ოთხი ახალი სკვერი კეთდება9 აპრილის ქუჩაზე, სკვერების გარდა, კორპუსებთან მისასვლელი გზაც კეთდება. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტისთვის 400,000 ლარია გამოყოფილი.

ბესიკ ბლიაძის თქმით, ქალაქში ოთხივე სკვერის გაკეთება სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება. მომავალი წლიდან ქალაქში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ცხრა აპრილის სკვერის მშენებლობა განახლდა
ახალციხეში სკვერების მოწყობა შეჩერდა
ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
ახალციხეში ოთხი მინი სტადიონი კეთდება
"ადინაცეტები" ყურადღების ცენტრში მოხვდა
ახალციხეში ‘ხუთსართულიანების’ დასახლებაში სკვერი მოეწყობა