FM97.5 / LIVE

ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა

მთავარისაზოგადოება 25.04.2016
აგარაში, ღრელსა და სხვილისში დასასვენებელი სკვერი გაკეთდება. მოეწყობა სავალი ბილიკები, გამწვანების ზოლები, დამონტაჟდება განათება, ასევე დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.

ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა
სამივე სოფელში სკვერების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გიორგი ბაგინაშვილი“ შეასრულებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, სკვერების მოწყობა აღნიშნულ სოფლებში იმიტომ გადაწყდა, რომ ცენტრალური ადგილებია და აქ შედარებით მეტი ტურისტი ხვდება.

აგარაში სკვერი ადმინისტრაციული შენობის წინ და სოფლის ცენტრში, წყაროსთან მოეწყობა. სოფელ სხვილისში კი სკვერის კეთილმოწყობა შარშან დაიწყო და წელს დასრულდება. დაიდგმება სკამები, ნაგვის ურნები და დამონტაჟდება გარე განათება. სოფელ ღრელში კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ცენტრალურ გზაზე იგეგმება.

რამდენი ლარი დაიხარჯება სკვერების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯერ არ იციან. ცნობილია, რომ სხვილისში სკვერის რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოხდება, აგარაში და ღრელში კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბა ადიგენსა და სოფელ უდეში  სკვერები მოეწყობა
რომელ სოფელში რა გაკეთდება ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში
ბორჯომში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ტაძრისში სკვერი მოეწყობა ®

ვარხანში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყობა ®
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა
ახალციხეში ‘ხუთსართულიანების’ დასახლებაში სკვერი მოეწყობა