FM97.5 / LIVE
ზარზმელის ქუჩის, ყოფილი სამხედრო დასახლების, ეგრეთ წოდებულ "ადინაცეტების" რეაბილიტაცია იგეგმება. რა შეიცვლება დასახლებაში და როდიდან დაიწყებენ სამუშაოებს.">

"ადინაცეტები" ყურადღების ცენტრში მოხვდა

მთავარიეკონომიკა 12.02.2014
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის, ყოფილი სამხედრო დასახლების, ეგრეთ წოდებულ "ადინაცეტების" რეაბილიტაცია იგეგმება. რა შეიცვლება დასახლებაში და როდიდან დაიწყებენ სამუშაოებს.

"ადინაცეტები" ყურადღების ცენტრში მოხვდა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014 წელს ახალციხეში დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალში ერთ-ერთი ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაციაა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ პროექტი სამინისტრომ მოიწონა და განსახილველად მთავრობის სხდომაზე გაიტანა. პროექტის დაფინანსების შესახებ განკარგულებას კი თვითმართველობაში რამდენიმე დღეში ელოდებიან.

„თითქმის 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი დაფინანსდება. სამინისტროდან ოფიციალურ წერილს კვირის ბოლომდე ველოდებით. ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

პირველ ეტაპზე ზარზმელის ქუჩაზე გზისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იგეგმება.

„აღნიშნულ ქუჩაზე გზა ბოლომდე დაიგება. კორპუსებთან მისასვლელი გზები მთლიანად მოწესრიგდება და რაც მთავარია გაკეთდება ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა“, - განმარტავს ბლიაძე.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში 606 312, 59 ლარია გამოყოფილი.

ზარზმელის ქუჩაზე პრობლემა მხოლოდ გზები და საკანალიზაციო სისტემის გაუმართავობა არ არის. დასახლებაში არ არის განათება. მოსახლეობა დახმარებას წლებია ითხოვს, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებაში ყოველთვის პასუხობდნენ, რომ აღნიშნული დასახლება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის და შესაბამისად, სხვისი ქონების მოვლა-პატრონობა არ შეუძლიათ. მდგომარეობა 2013 წელს შეიცვალა, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ბალანსზე მხოლოდ გზა გადავიდა.

„მთავარია მთლიანი ტერიტორიის გადმოცემის პროცესი დაიწყოს. მერე ეტაპობრივად დაიგეგმება სხვა სამუშაოებიც“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.
როდის დაიწყება მთლიანი ტერიტორიის გადაცემის პროცესი თავდაცვის სამინისტროდან მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, თუ სამინისტროს მოწონებულ პროექტს მთავრობაც მოიწონებს, ათეული წლების შემდეგ ზარზმელის ქუჩაზე, ყოფილ სამხედრო დასახლებაში, გზისა და კანალიზაციის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
ბლიაძის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
ახალციხეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადრეულად დაიწყებენ
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა