FM97.5 / LIVE

‘არმენ მკოიანის გათავისუფლებისთვის 20 000 ხელმოწერა შეგროვდა’ - ადვოკატი

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.05.2020
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ არმენ მკოიანის გასათავისუფლებლად ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 20 000 ხელმოწერა შეგროვდა. ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

‘არმენ მკოიანის გათავისუფლებისთვის 20 000 ხელმოწერა შეგროვდა’ - ადვოკატი

დღეს, 7 მაისს ტარიელ მურმანიშვილმა პრესკონფერენციაზე „მედიაცენტრ მთავარში“ 26 მარტს, მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრებიც აჩვენა.

მკოიანების ადვოკატი პროკურატურის მხრიდან სამველ პეტროსიანისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

მისი თქმით, ეს იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებაში, შესაბამისად, მურმანიშვილმა კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, პროკურატურაში შუამდგომლობაც დააყენა.

პრესკონფერენციის დროს, იურისტმა ხაზი გაუსვა ენზელ მკოიანის ძმისშვილის გათავისუფლების მოტივებსაც. მისი თქმით, არმენ მკოიანს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, გარდა ამისა, ჯავახეთში მათ უკვე ხელმოწერა შეაგროვეს 20 000 ადამიანისგან, რომლებიც მკოიანს თავდებში უდგებიან:

„მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას თავში აქვს 7 სანტიმეტრამდე დიამეტრის კისტა და სისტემატურ მკურნალობას გადის როგორც თბილისში ისე სტამბულში. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზული საშიშროებაა, ის გადაიზარდოს სიმსივნეში. ეს დასკვნებიც წარდგენილი გვაქვს, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა. გარდა აღნიშნულისა 20 ათასმა ადამიანმა, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ხელი მოაწერა ამ თხოვნას, რომ ის გათავისუფლდეს. არმენ მკოიანი არის დადებითი პიროვნება, წარჩინებული მოსწავლე, ოქროს მედლის კანდიდატია. ის დამამთავრებელ კლასშია და მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა არარელევანტურია. ეს 20 000 ადამიანი თავდებში უდგება მის გათავისუფლებას, რომ გამოძიების პროცესში, ის არ დაემალება გამოძიებას“, – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მურმანიშვილმა დაპირისპირების დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის დაპირისპირება 2019 წლის შემოდგომით დაიწყო:

„2019 წლის ოქტომბრის თვეში, სამველ პეტროსიანის შვილი ფიზიკურად უსწორდება ენზელ მკოიანის ძმას და მის თანმხლებ პიროვნებას. მიზეზი არის სრულიად უბრალო: მანქანით, რომ გაიარეთ ამიმტვერდა გზა და რატომ ამიმტვერეთო. ქვა ჩაარტყა, რომლის კადრებიც გვაქ წარმოდგენილი. დაუზიანა სახე როგორც მკონიანს ისე მის მეგობარს. ორივე პიროვნება სასტიკად დააზიანა. შემდეგ, როდესაც, მარტუმ მკონიანმა ჰკითხა რა გინდათ ჩემგანო, სამველ პეტროსიანი მანქანაში ჩაჯდა, მკოიანს მანქანის კარებში ჩაყვა თავისი პიჯაკი და ასე ათრია რამდენიმე მეტრი. ამაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა დღეის მდგომარეობით საქმე ისევ თაროზეა შემოდებული. აქედან გამომდინარე, ცუდი ურთიერთობა აქვთ ოჯახებს“, – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

საქმე ეხება ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.

შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ახალქალაქში, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი
‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი
'მკოიანის ძმიშვილის ციხიდან გამოსაშვებად თვითმმართველობის წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ'-ადგილობრივები
‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე