FM97.5 / LIVE

‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.03.2020
პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის სახლთან მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის შესახებ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, სამველ პეტროსიანი იხსენებს.

‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

დეტალებზე, რომელიც შემთხვევას უძღვოდა წინ, სამველ პეტროსიანმა სააგენტო jnews-თან ისაუბრა.

როგორც სამველ პეტროსიანმა თქვა, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლად მივიდა.

„ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ მე და ჩემამდე ვინც ისროდა“, - ამბობს სამველ პეტროსიანი, ინციდენტის დაწყებას კი ასე იხსენებს, - „ინციდენტი არა მკოიანების სახლთან, არამედ ჩვენს კაფესთან ახლოს, მეტიც, კარებთან დაიწყო. ენზელის შვილი 3–4 ადამიანთან ერთად მოვიდა მეგობრულად, ჩემს შვილთან სასაუბროდ. ისინი საუბრობდნენ კონფლიქტის გარეშე. უნდოდათ ურთიერთობების გამოსწორება. ამ მომენტში მოვიდა ძმა (იგულისხმება ენზელ მკოიანის ძმა), ხალხით სავსე 5–6 მანქანით და მოულოდნელად დაესხნენ თავს გეორგს [იგულისხმება სამველ პეტროსიანის შვილი]. ყველაფერი ასე დაიწყო“.

პეტროსიანი ჰყვება რომ ჰაერში მანაც რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიგონა რომ მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.

„მე ვისროლე ჰაერში, არ ვიცი ვინ ისროლა პირველმა. მე გავედი ინციდენტის დასასრულს და ჰაერში გავისროლე, რადგან ისინი მოშორებოდნენ ჩემს შვილს. ისინი იძახდნენ – მოკალით პეტროსიანი და მისი შვილიო“, – თქვა ყოფილმა დეპუტატმა.

„სამხრეთის კარიბჭე“ შემთხვევის მომენტიდან ცდილობს ენზელ მკოიანთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. დეპუტატი ზარებს არ პასუხობს.

ინციდენტი გუშინ, დაახლოებით 15:00 – ზე, ახალქალაქის ცენტრში, ენზზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი ახალციხის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხეს.

სროლის საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

[რობი ზარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
'მკოიანის ძმიშვილის ციხიდან გამოსაშვებად თვითმმართველობის წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ'-ადგილობრივები