FM97.5 / LIVE

‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2020
ტარიელ მურმანიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმიშვილის ადვოკატია, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალქალაქში დაპირიპირებისას პლასტმასის სათამაშო იარაღი ეჭირა. მისივე აზრით, საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს და სამველ პეტროსიანის მიმართ, მკვლელობის მცდელობით უნდა დაიწყოს.

‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი

ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, იარაღი, რომელსაც ვიდეო მასალაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არმენ მკოიანი მეგობარს ართმევს, ნამდვილი არ არის, იგი პლასტმასის სათამაშოა. ადვოკატი ბრალდებულის ქცევას ამართლებს და ამბობს, რომ იგი მხოლოდ თავს იცავდა.

„პეტროსიანებისა და მკოიანების ოჯახებს შორის უკვე რამდენიმე თვეა დაპირისპირებაა. 2019 წლის ოქტომბერში, პეტროსიანებმა დაზიანება მიაყენეს მარტუნ მკოიანს, არმენის მამას. სცემეს, დააზიანეს თავის მეგობართან ერთად . ამაზე გამოძებაც მიმდინარეობს, მაგრამ რატომღაც არავინ მიუციათ პასუხისგებაში“,-ამბობს ადვოკატი.

მურმანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ 26 მარტს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს, 19 წლის არმენ მკოიანს, სამველ პეტროსიანმა შეურაცხყოფა მიაყენა.

„მოდის სამველ პეტროსიანი და ისვრის დეპუტატის მიმართულებით იარაღს. თუნდაც დავუშვათ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა არმენ მკოიანს, მის ბიძას ესვრიან, მამას ესვრიან. კადრებში კარგად ჩანს პიროვნება, რომელიც ცდილობს ტყვიების აცილებას, ეს ენზელია. იარაღი რომ ქონოდა არმენს და გაესროლა, ეგ იქნებოდა აუცილებელი მოგერიებისთვის და კანონდარღვევა არ იქნებოდა, მაგრამ არ ჰქონდა იარაღი და არც გაუსროლია. უბრალოდ, შესაშიებლად პლასტმასის პისტოლეტი აიღო, რომლიდანაც გასროლას ვერ მოახდენდა“.

ადვოკატის თქმით, გამოძიებას წერილობით შუამდგომლობით მიმართეს, რომ ხულიგნობის მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყოს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მურმანიშვილის მტკიცებით, პეტროსიანი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მოკვლას ცდილობდა და მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა ბოლო გასროლისას მისი შეკავება შეძლეს.

„ ჩვენ რა კადრებსაც ვუყურებთ, ესაა დამონტაჟებული და დამახინჯებული კადრები, სრული ვერსია არ გაუშვიათ. ენზელ მკოიანი რამდენიმე მოძრაობას აკეთებს პეტროსიანისგან ნასროლ ორ თუ სამ ტყვიას იცილებს, ერთი ასფალტს ხვდება მეორემ ყურთან ჩაუქროლა. ამის შემდეგ, უკვე თავდაცვის მიზნით, მკოიანი იღებს თავის ტაბელურ იარაღს, რომელიც გაფორმებული აქვს. მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პისტალეტის ამოღების, სროლის და ყველფრის უფლებაც ჰქონდა, რადგან მისი და მისი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“,- ამბობს მურმანიშვილი.

მისივე თქმით, ამ ფაქტებს ადასტურებს გამოკითხული 20 მოწმე, მათ შორის პოლიციელებიც - „პოლიციის თანამშრომლებიც არიან და ისინიც ადასტურებენ, რომ სამველ პეტროსიანმა დაიწყო სროლა. ამ ყველაფერს საქმის მასალების მიხედვით გეუბნებით“.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 13 ივნისს დაიწყება.

ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.

შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი „პატრიოტთა ალიანის“ წარმომადგენელი ახალქალაქში, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.

ამავე თემაზე:

‘ეს ადამიანი არის თვითგამოცხადებული მეფე ამ რეგიონში’ – ეკა გიგაური ენზელ მკოიანზე

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება

‘სამველ პეტროსიანი ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე

[მარიამ ბარძიმაძე,ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება
‘არმენ მკოიანის გათავისუფლებისთვის 20 000 ხელმოწერა შეგროვდა’ - ადვოკატი
‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი