FM97.5 / LIVE

‘სამველ პეტროსიანი ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.03.2020
მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა. ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს, მათი განცხადებით, პეტროსიანთან ერთად მომხდარზე პასუხი მკოიანმაც უნდა აგოს, რადგან დაპირისპირების დროს პირველმა მან გაისოლა.

‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე

„სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას „ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ პეტროსიანმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა და რომ არა პოლიცია, შემთხვევას უვნებელი ვერ გადაურჩებოდა. მისივე თქმით, დღეს, 31 მარტს ის მთელ ამბავსა და შემთხვევის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განათავსებს, სადაც ყველა დაინახავს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„ბიჭებს შორის იყო საუბარი. მე მივედი და ვუთხარი რომ ეს პეტროსიანის მორიგი პროვოკაციაა წამოდით–თქო და გამოვბრუნდი. ორ წუთში მოდის სამველ პეტროსიანი თავის ბიჭს ეუბნება: შენ კაფეში შედი მე ეს უნდა მოვკლაო, შვილი არ შევიდა, სამველა გამორბოდა თან მაგინებდა და თან მესროდა. ერთი მესროლა, შემდეგ მეორე, მესამეზე უკვე პოლიციამ ხელი დაუჭირა და ფეხებში მესროლა, მეოთხე ცდაზე იარაღმა აღარ გაისროლა და გადავრჩი თორემ, უეჭველი მომხვდებოდა, მას უნდოდა რომ მაჟორიტარი დეპუტატი მოეკლა“, – აცხადებს ენზელ მკონიანი.

მკოიანის სახლთან მომხდარ ამბავზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამველ პეტროსიანი და 19 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისთვის დააკავა.

ის ფაქტი, რომ ქალაქის ცენტრში ორმხრივი სროლის შემდეგ, მხოლოდ პეტროსიანი დააკავეს ახალქალაქელ ოპოზიციონერებს ეჭვს უჩენს, ისინი “შერჩევით სამართალზე” საუბრობენ.

„შერჩევითი სამართალია, უნდა დაამტკიცოს პოლიციამ თუ რატომ არ დააკავეს მკოიანი, მაგაზე ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს და მას? ვნახოთ რას იზამს პოლიცია“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი.

რაც შეეხება ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელს, აშოტ რაისიანს, მისი წყაროს ინფორმაციით, შელაპარაკებისას სროლა დაიწყო მკოიანმა, ასევე ისროდნენ მისი ძმა მარტუნ მკოიანი, დაცვის წევრი და კიდევ ერთი ახლობელი.

„ვფიქრობ რომ ეს ჩვენი პოლიციის დიდი შეცდომაა. ბევრი სროლა იყო 3-4 ტყვია კედელზე იყო და დანარჩენი ისედაც იყო. მე მითხრა ადამიანმა რომელიც იქ იყო და ყველაფერი დაინახა. ყველაზე აქტიური იქ იყო მარტუნი. ადგილობრივები მეკითხებიან ხოლმე თუ რატომ არ დაისაჯა ამისთვის ენზელა და მხოლოდ სხვებმა აგეს პასუხი. ჩემ მეგობარს ნიკა მელიას მანდატი შეუწყვიტეს და ეს ბანდიტი ისროდა დღისით და არაფერი გაუკეთეს. ენზელ მკოიანი აქტიურად ემზადება არჩევნებისთვის, ოცნებას ამისთვის სჭირდება და ამიტომ ხელი არ ახლეს“, - ამბობს რაისიანი.

ახალქალაქში ჰყვებიან, რომ მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის დაპირისპირება 2016 წელს დაიყო. ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლების თქმით, სამველ პეტროსიანი შვილს „ოცნებაში“ დაჰპირდნენ რომ სიაში შეიყვანდნენ და დეპუტატი გახდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, მის მაგივრად დეპუტატი სამველ მანუკიანი გახდა.

„არ ვიცი მერე რა მოხდა, მაგრამ პეტროსიანი ამაში ენზელას ადანაშაულებდა“, - ამბობს რაისიანი.

ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.

საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი სამველ პეტროსიანი და 19 წლის ბიჭი დააკავეს.

ასევე გირჩევთ:



[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი
ენზელ მკოიანის სახლთან სროლის გამო სამველ პეტროსიანი და 19 წლის ბიჭი დააკავეს [ვიდეო]
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]