FM97.5 / LIVE

'მკოიანის ძმიშვილის ციხიდან გამოსაშვებად თვითმმართველობის წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ'-ადგილობრივები

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.04.2020
ნინოწმინდისა და ახლაქალაქის სოფლების მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და სპეციალისტები ადგილობრივებს ხელმოწერებს სთხოვენ, რათა ახალქალაქში დაპირისპირების დროს დაკავებული, ენზელ მკოიანის ძმისშვილი ციხიდან გამოუშვან.

'მკოიანის ძმიშვილის ციხიდან გამოსაშვებად თვითმმართველობის წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ'-ადგილობრივები

ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში მცხოვრებმა გვითხრა, რომ ორი დღის წინ სოფლის დეპუტატი ანდრანიკ მკრტიჩიანი, სოფელში იყო მისული და ადგილობრივებს ხელმოწერას სთხოვდა.

„ქართული ოცნების დეპუტატი ანდრანიკ მკრტიჩინი იყო მოსული, რომ კარგი ახალგაზრდა ბიჭი გამოუშვან ციხიდან. მე არ მომიწერია ხელი სიმართლე გითხრათ, აი ძირითადად, ახლობლებმა და ნაცნობებმა მოაწერეს ხელი მარტო“,- გვითხრა ადგილობრივმა.

იგივეს გვიყვება ახალქალაქში, სოფელ ჩამდურას მცხოვრები. მისი თქმით ზოგ სოფელში მერიის წარმომადგენლები, თუ დეპუტატები იტყუებიან და ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ როგორც მკოიანის ძმიშვილის, ისე პეტროსიანის ციხიდან გამოსაშვებად აგროვებენ ხელმოწერებს.

„რამდენიმე დღის წინ იყო მოსული სოფლის სპეციალისტი, ვლადიმერ ჟანკოჩიანი. მივიდნენ თოთხამში, ბავრაში, აზავრეთში, ყველგან. ხელმოწერებს აგროვებენ, თან ტექსტი წერია რომ ეს ენძელ მკოიანის ძმისშვილი კარგი მოსწავლეა და სასამართლო პროცესამდე რომ გაათავისუფლონ ხელმოწერით“, - ამბობს ადგილობრივი.

მისივე თქმით, ეს ამბავი ახალქალაქის მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანმაც იცის. თუმცა მარანგოზიანს რედაქციის კითხვა გაუკვირდა და თქვა, რომ მსგავსი რამ არ ხდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატმა, ანდრანიკ მკრტიჩიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ დასმული კითხვის შემდეგ მობილური გაგვითიშა.

დავუკავშირდით ასევე, საკრებულოს დეპუტატს, სუმბატ კიურეღიანს, რომელმაც განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.

საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.

ასევე ამ თემაზე ნახეთ:

რას ჰყვება ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე
‘განცხადება, რომ თავდასხმა პეტროსიანის მხრიდან განხორციელდა აბსურდია’- ადვოკატი
‘არმენ მკოიანის გათავისუფლებისთვის 20 000 ხელმოწერა შეგროვდა’ - ადვოკატი
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]