FM97.5 / LIVE

როგორ გრძნობს თავს ბორჯომელი კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 01.05.2020
ბორჯომელი, დაბა ახალდაბაში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს. ოჯახის ინფორმაციით, იგი ტესტის ჩატრებას ელოდება, რის შემდეგაც კლინიკას დატოვებს და სავალდებულო კარანტინში, ოჯახს დაუბრუნდება.

როგორ გრძნობს თავს ბორჯომელი კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა

ახალდაბელ 30 წლამდე პირს, კორონავირუსი 16 აპრილს დაუდასტურდა. იგი ახლა გორის ჰოსპიტალში მკურნალობს.

„ჩემი შვილი კარგად არის. რაც კლინიკაში გადაიყვანეს, არც ფილტვების ანთება ჰქონია და არც ხველება. თავს კარგად გრძნობს. როცა წაიყვანეს, მაშინაც კარგად იყო“, – გვითხრა მამამ.

მისივე თქმით, მის შვილს მედიკამენტ „პლაქველინით“ ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდენენ, ამ პერიოდში კი, გართულებები არ ჰქონია და სხვა ტიპის მკურნალობა არ დასჭირვებია.

„როცა კლინიკაში გადაიყვანეს, სისხლის ანალიზი აუღეს, მერე კომპიუტერული ტომოგრაფია, სხვა არაფერი დასჭირვებია, სულ ხუთი აბი ‘პლაქველინი“ დაალევინეს, ახლა უკვე მერვე დღეა არც წამალი და არც გადასხმა არ გაუკეთებიათ“.

კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდას, მონიტორინგის მიზნით, პირველად ტესტს ორშაბათს, 4 მაისს ჩაუტარებენ.

„ანალიზი დღეს უნდა აეღოთ ჩემი შვილისთვის, მაგრამ უთქვამთ განმეორებითი მეორე დღესაც ხომ უნდა ჩაგიტაროთ და რადგან შაბათ–კვირა მოდის, უმჯობესია ორშაბათიდან დავიწყოთო. პირველ ტესტს ორშაბათს გაუკეთებენ, მერე კიდევ სამშაბათს და ალბათ გამოუშვებენ. იქიდან სახლში ჩამოვა და აქ გააგრძელებს კარანტინში ყოფნას“, – ამბობს მამა.

ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს ოჯახის ყველა წევრი, ასევე ის ნათესავები, რომელთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.

„ყველა კარგად ვართ. არანაირი სიმპტომი არ გვქონია ეს დღეებია, ჩემი გოგო, რომელიც ბაკურიანში იყო კარანტინში, მასაც დაუმთავრდა და წავიდა თბილისში სამუშაოდ. ჩვენც, ყველა ოჯახის წევრი და ნათესავი თვითიზოლაციას მოვრჩით. ვიფიქრე, მოვიდოდნენ დამთავრების შემდეგ, ისევ ანალიზის გასაკეთებლად, მაგრამ არავინ მოვიდა საჭიროდ არ ჩათვალეს, რადგან კარგად ვართ“,– ამბობს ინფიცირებულის მამა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბორჯომშ 16 აპრილს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელი COVID 19–ით ინფიცირებული ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
კორონავირუსით ინფიცირებული 9 თვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს
საპატრიარქო: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს
ბორჯომელ ახალგაზრდას განმეორებითი ტესტირების დროს COVID-19 არ დაუდასტურდა
საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული ორსული შეიყვანეს