FM97.5 / LIVE

ბორჯომელ ახალგაზრდას განმეორებითი ტესტირების დროს COVID-19 არ დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 16.10.2020
ბორჯომში, სოფელ ჭობისხევში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ორი დღის წინ გორის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს, ინფექცია არ დაუდასტურდა. განმეორებითი ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ მას COVID-19 არ აქვს.

ბორჯომელ ახალგაზრდას განმეორებითი ტესტირების დროს COVID-19 არ დაუდასტურდა

ბორჯომელ ახალგაზრდას კორონავირუსზე PCR-ტესტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გაუკეთეს, იგი საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა და გამოკვლევაც ამიტომ ჩაუტარეს.

რადგან პირველმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა, ახალგაზრდა კოვიდცენტრში, ქალაქ გორში გადაიყვანეს. მას განმეორებითი ტესტირება 72 საათის შემდეგ ჩაუტარეს და აღმოჩნდა რომ იგი ინფიცირებული არ არის.

„განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თავს კარგად ვგრძნობ, ცუდად არც ვყოფილვარ და ხვალ კლინიკას დავტოვებ“,- ამბობს იგი.

ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა რატიანი ადასტურებს, რომ პირველადი ტესტირების შედეგი მცდარი აღმოჩნდა.

„პირველად თბილისში აიღო ანალიზი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა და გადაიყვნაეს კლინიკაში. დღეს უკვე 72 საათის გასვლის შემდეგ მისმა განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ასეთი ფაქტები ხდება. იმდენად მგრძნობიარეა ტესტი, რომ შეიძლება ერთი და ორი თვის წინ დაწყებული პროცესიც კი აჩვენოს, მაგრამ ამ პერიოდში ეს არ არის გადამდები“,- ამბობს მანანა რატიანი და ამატებს, რომ სასურველია ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნული პირი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდეს.

ახალგაზრდა კლინიკას ხვალ, 17 ოქტომბერს დატოვებს და ბორჯომში დაბრუნდება.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას’ - რატიანი
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული ორსული შეიყვანეს
ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს ხვალ covid-19-ზე შეამოწმებენ
'13 წლის ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია' - რატიანი გამოჯანმრთელებულ პაცინეტზე