FM97.5 / LIVE

ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 06.05.2020
ბორჯომში, დაბა ახალდაბაში მცხოვრები 30 წლამდე პირი, რომელსაც კორონავირუსი 16 აპრილს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი თავს კარგად გრძნობს და კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

„ორჯერ გაუკეთეს ანალიზი და ორივეზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. ჩემი შვილი თავს კარგად გრძნობს, სავარაუდოდ კლინიკას დღეს დატოვებს და ჩვენთან, სახლში დაბრუნდება“, – ამბობს იგი.

ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა. დაბა ახალდაბაში მცხოვრებ 30 წლამდე პირს ვირუსი სავარაუდოდ ოჯახის ახლობელი მედდისგან გადაედო.

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ხოლო ოთხი საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები. ისინი საქართველოში უცხოეთიდან დაბრუნდნენ და ბაკურიანისა და ახალციხის საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი ბორჯომის და ახალციხის „ცხელების ცენტრებში“ გადაიყვანეს, სადაც COVID-19 დაუდასტურდათ.

ექვსი მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა, ცხრა გარდაიცვალა.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავრუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 10 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების  რაოდენობამ  18 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7,5 მილიონს გადააჭარბა