FM97.5 / LIVE

სტიქიიდან მესამე დღეს ზარალის შემსწავლელი კომისია ისევ არ შექმნილა

მთავარიეკონომიკა 25.06.2012
სტიქიიდან ორი დღის შემდეგ დაზარალებულ კეღოშვილებს ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერ ისევ არავინ გამოხმაურებია

სტიქიიდან მესამე დღეს ზარალის შემსწავლელი კომისია ისევ არ შექმნილა

ორი დღეა ახალციხის გარეუბანში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები კეღოშვილების ეზო კრამიტის, ხე-მასალისა და ბლოკების ნატეხებითა მოფენილი.

შაბათს, 23 ივნისს, საღამოს 5 საათზე, მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, კეღოშვილების კუთვნილ ფერმას სახურავი გადახადა და მშენებარე სახლის მეორე სართული ჩამოანგრია.

სტიქიიდან მესამე დღეს ზარალის შემსწავლელი კომისია ისევ არ შექმნილა

”ჩემ მეხსიერებაში ასეთი ამინდი არ მახსოვს, უცებ ისე ჩაბნელდა, ვეღარაფერს ვხედავდით. სულ რაღაც ათი წუთი გაგრძელდა წვიმა, ქარი და სეტყვა, რომ გადაიღო და გამოვედით, დანგრეული იყო ყველაფერი”, - იხსენებს ტარიელ კეღოშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნიდან ახალციხეში საცხოვრებლად კეღოშვილები 15 წლის წინ გადმოვიდნენ. ქალაქის გარეუბანში, ყოფილი ყველ-კარაქის ქარხნის ტერიტორიაზე კეღოშვილების გარდა არავინ ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი ჯერ არც კეღოშვილებს აქვთ. ისინი ორ სამხედრო ვაგონში აფარებენ თავს. ძლიერმა ქარმა კი სწორედ იმ მშენებარე სახლს მოანგრია მეორე სართული, რომელის დასრულებასაც ოჯახი შემოდგომისთვის ვარაუდობდა.

სტიქიიდან მესამე დღეს ზარალის შემსწავლელი კომისია ისევ არ შექმნილა

”სახურავის დადგმას ვაპირებდი უკვე, კოჭები გამზადებული იყო. კედლებიც ჩამოინგრა და ჭერებიც ისე დაიმსხვრა, აღარ გამოდგება”, - ამბობს კეღოშვილი.

მშენებარე სახლის გარდა ძლიერმა ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი კეღოშვილების ფერმასაც, რომელშიც დაახლოებით 40 სული პირუტყვია დაბინავებული.

”ორი შენობაა გვერდიგვერდ, ერთი შედარებით ახალი და მეორე ძველი. ახალ შენობას მოხსნა სახურავი, ”შიფერი” სულ დაამტვრია, კოჭები ისე დაიყარა მეორე სახურავზე, ხელით დალაგებული გეგონება”, - ამბობს ოჯახის უფროსი.

სტიქიამ კეღოშვილების ნათესებიც გაანადგურა. დიასახლისის თქმით, კარტოფილი, ლობიო და კიტრი-პომიდორი აღარ ”გაცოცხლდება”, სიმინდი შედარებით ძლიერი კულტურაა და შესაძლოა ნაყოფი მაინც გაიკეთოს.

კეღოშვილების მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაში იციან. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას კეღოშვილმა შაბათსვე მიაკითხა.

”მითხრეს, არასამუშაო დღეებია, ახლა ტელევიზია აიყვანე და ორშაბათიდან კომისიას გამოვიშვებთო”, - ამბობს კეღოშვილი და ამატებს, რომ გამგებელს ამ დილითაც მიაკითხა, - ”მითხრეს კომისია შეისწავლის, ასე 20 დღე დაგვაგვიანდებაო. ვუთხარი 20 დღე მტერმა უყურა დანგრეულ შენობებს, რაღაცა დამაკვალიანე, ხომ უნდა გავწმინდო იქურობა მაინც-მეთქი. მერე ვიღაცას გადაურეკა და დაავალა ადით და შეისწავლეთ მდგომარეობაო. ამ წუთებშიც ველოდები კომისიას”.

საცხოვრებელი სახლისა და ფერმისთვის კეღოშვილებს პრო-კრედიტ ბანკიდან 20 000 ლარი სესხი აქვთ აღებული. ყოველთვიურ შესატანს რძის ჩაბარებით მიღებული თანხით იხდიან. სახსრები, რომ მშენებლობა განაახლონ, კეღოშვილებს აღარ აქვთ.

”ჩემი მარტივი გაანგარიშებით, 10 000 ლარის ზარალია. ამ სახლის აშენება, თავისი მასალითა და ყველაფრით, უკვე მიზის 5 000 ლარი, ამავე ოდენობის ზარალია ფერმაზეც”, - ამბობს კეღოშვილი.

მართალია, ადგილობრივ ხელისუფლებაში კეღოშვილების შესახებ ინფორმირებული არიან, თუმცა, ჯერ არც ზარალის შემსწავლელი კომისია შექმნილა და არც ისაა გარკვეული, დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულებს.

”განცხადება აქვს დაწერილი და ვნახოთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, გამოიყოფა თუ არა თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან.

”ჯერ უნდა გაირკვეს რამდენად არის დახმარების საჭიროება”, - ამბობს გამგებელი.

ზარალის შემსწავლელი კომისიის მოლოდინში, ოჯახის უფროსი ეზოს ბეტონის, კრამიტისა და ხე-მასალის ნარჩენებისგან ჯერ ვერ ასუფთავებს. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება ოჯახის ერთადერთი იმედია, ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ჯერ კომისიაც არ შექმნილა. გამგებელი ვერც იმას აკონკრეტებს, როდის შეიქმნება კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს დაითვლის.

სტიქიიდან მესამე დღეს ზარალის შემსწავლელი კომისია ისევ არ შექმნილა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა ასპინძაში შენობებს  სახურავი გადახადა
ახალქალაქში ძლიერმა ქარმა 17–მდე სოფელი დააზარალა
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
სოფელ აწყვიტაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან