FM97.5 / LIVE

ძლიერმა ქარმა ასპინძაში შენობებს სახურავი გადახადა

მთავარისამართალი » შემთხვევა 08.01.2015
6 იანვარს, ასპინძის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა, დაზიანებულია სავაჭრო ობიექტებიც.

ძლიერმა ქარმა ასპინძაში შენობებს  სახურავი გადახადა

ადგილობრივების განმარტებით, ძლიერ ქარი საღამოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ასპინძის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადახადა. დაზიანებული აქვს სახურავები სავაჭრო ობიექტებსაც. დაბაში კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა სტადიონზე, ტრენაჟორების დარბაზს. გათიშული იყო ელექტროენერგიაც.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელი სახლების სახურავებს გამგეობა შეაკეთებს, კერძო ობიექტებზე კი ზრუნვა მეპატრონეებს მოუწევთ.

"იმ დღესვე მოვახდინეთ რეაგირება, გადავიღეთ ფოტოები. დაზიანებული საცხოვრებელი სახლები აწყვიტაში, ტოლოშსა და თმოგვშია, მცირე რაოდენობის ზარალია მიყენებული", - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დახმარების თხოვნით წერილი უკვე გააგზავნა ხორცკომბინატ "მესხეთი პროდაქტის" წარმომადგენელმა.

"50-60 კვადრატია გადახდილი, სახურავით ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ თქვეს შუამდგომლობას გაგიწევთ, რომ ტყიდან მასალის გამოტანა შეძლოთო, ამაზეც მადლობელი ვართ", - ამბობს ხორცკომბინატ "მესხეთი პროდაქტის" წარმომადგენელი ტრისტან ციხელაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძლიერმა ქარმა ნინოწმინდაში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა
ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]
ასპინძაში სტიქიით დაზარალებულების რაოდენობა გაიზარდა
ასპინძაში ძლიერი ქარისგან დაზარალებულებმა დახმარება მიიღეს
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა