FM97.5 / LIVE

დღეს ჩვენ გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1 096 კვლევა ჩატარდა – გამყრელძე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაზე მეტი კვლევა კორონავირუსზე დღეს ჩატარდა. მისი განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, 12 ლაბორატორიაში 1 096 პირის ანალიზი გამოიკვლიეს, მომავალში ამ ციფრების გაზრდა 2500–მდე იგეგმება.

დღეს ჩვენ გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1 096 კვლევა ჩატარდა – გამყრელძე

როგორც, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს გაიმართა მინისტრთნ შეხვედრა, სადაც განიხილეს ლაბორატორიების კიდევ უფრო გაფართოების საკითხი.

„განიხილება ლაბორატორიების კიდევ უფრო გაფართოება, მხედველობაში მაქვს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ძირითადი აქცენტია მოლეკულურ კვლევებზე. დღეს ჩვენ გვქონდა პიკი ერთ დღეში 1 096 ანალზი 12 ლაბორატორიაში ჩატარდა და უკვე ხუთიდან ავედით 12 ლაბორატორიამდე მთელი საქართველოს მასშტაბით“,–განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე, აღნიშნა, რომ ეტაპობრივად 15 მაისამდე იგეგმება უფრო მეტი ჯგუფების გამოკლვევა, რაც დღეში 1 500–დან 1 700–მდე პირის კვლევას გულისხმობს.

„იქითა კვირაში კიდევ სამი ლაბორატორიის დამატება არის გათვალისწინებული და გვინდა, რომ სადღაც მაისის 15–მდე ჩვენ დაახლოებით დღეში 1 500 –დან 1 700–მდე კვლევა ვაწარმოოთ. ხოლო მაისის 15–დან შემდგომ, უკვე მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2 000 –დან 2 500–მდე კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია, როდესაც ხდება შემსუბუქება ე.წ შეზღუდვითი ღონისძიებების, აუცილებელია უფრო ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისწვდომობა იყოს პისიარ კველვებზე“,–აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გატარებული ღონისძიებების და შეზღუდვების შედეგად, ამ ეტაპზე არ არის ვირუსის ფართომასშტაბიანი ზრდა.

„მე ვფიქრობ, რომ აქამდე გატარებულმა ყველა ზომამ, მოგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენთან ჯერ–ჯერობით ინფექცია მდუნეთ იზრდება, ანუ არ გვაქვს დიდი ნახტობისებური ზრდა. ქვეყნისთვის მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა ე.წ შიდა გავრცელების დაწყებიდან და ამას ჩვენ ვანგარიშობთ 22–23 მარტიდან, გახლავთ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, დაიცვას. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გამოვა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით“,–განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს კვლევების შედეგად 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა წყაროც ცნობილია, მისი თქმით 15 შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერთან არის დაკავშირებული.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაც ბოლო 4–5 დღის განმავლობაში ხდება ეს იყო პროგნოზირებადი – გამყრელიძე შემთხვევების  მატებაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
‘საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება’ – გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს
‘პანდემია, ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაშია’ - ამირან გამყრელიძე
‘ჯერ ყველაფერი წინ არის, პანდემია  მთელს მსოფლიოში ვრცელდება’ - გამყრელიძე
'5 ახალი შემთხვევის პირველწყაროზე ვერ გავდივართ' – გამყრელიძე