FM97.5 / LIVE

‘საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება’ – გამყრელიძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.04.2020
საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

‘საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება’ – გამყრელიძე

„ეს ყველაფერი [საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება] უნდა მოხდეს ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელ–ნელა. დღეს, როდესც მოხდა გარკვეული შემსუბუქება, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია ჩვენ დავამარცხეთ საქართველოში და ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში გადავედით, არა ბატონებო, ასე არაა. კარგი ტერმინი დამკვიდრდა, ჩვენ თანდათან უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე, მინიმალური ზიანი, ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ეტაპობრივად“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ექვს ეტაპიანი გეგმის მიხედვით, ერთ–ერთ ყველაზე ადრეულ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მოხდება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

„ერთ–ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ასე აკეთებს ყველა ქვეყანა, ვინც გადავიდა უკვე შემსუბუქების ღონისძიებაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაა ერთ–ერთი ყველაზე ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და ყველაზე მთავრი რეკომენდაცია ეს გახლავთ სოციალური დისტანცია, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმაურად დაცვა. რადგან ამაზე მძლავრი იარაღი, რასაც ჰქვია სოციალური დისტანცია, სამწუხაროდ კოვიდთან ბრძოლაში არ არის“,– განმარტა გამყრელიძემ.

24 მარტიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

24 მარტიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი
'კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს' –  გამყრელიძე

სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა
‘მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ’ - პრემიერი
29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება