FM97.5 / LIVE

რაც ბოლო 4–5 დღის განმავლობაში ხდება ეს იყო პროგნოზირებადი – გამყრელიძე შემთხვევების მატებაზე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 15.06.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების მატება პროგნოზირებადი იყო და ეს არ არის მოულოდნელი, მისივე განმარტებით ეს არ არის პანიკის და შეშფოთების საფუძველი.

რაც ბოლო 4–5 დღის განმავლობაში ხდება ეს იყო პროგნოზირებადი – გამყრელიძე შემთხვევების  მატებაზე

„ზოგადად რაც ბოლო ოთხი–ხუთი დღის განმავლობაში ხდება, როცა ჩვენ გვაქვს 10, 11, 15 შემთხვევა ეს პრინციპში, პროგნოზირებადი იყო, არ არის მოულოდნელობა. იხსნება ეკონომიკა, მეტი მობილობაა, ასე უნდა ყოფილიყო, ეს არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი არ არის. თუმცა, სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს, ეს ყველაფერი მართვადია და ხაზგასმინთ მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, ჩვენ არფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ვირუსთან მიმართებაში ახალი დინამიკა შეიმჩნევა.

„ისეთი დინამიკა შეიმჩნევა, რომ შედარებით იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევათა მიმართებაში. ახალი დადასტურებული შემთხვევები კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მეცნიერების გარკვეული ჯგუფები ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა იკლებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მეორე ტალღას გამყრელიძე ამბობს, რომ, როგორც რესპირაციული ვირუსი შესაძლოა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვირუსის გააქტიურება მოხდეს. ასევე მთავრობის მიერ გამრთულ ბრიფინგზე განმარტა, რომ მთავრობის ახალი დადგენილება დამტკიცდება, რომელიც შეეხება ტესტირების გაფართოებას ქვეყნაში.

„ტესტირებას თებერვალში რომ ვიწყებდით დღეში იყო 27, მაისსში და ივნისში დღიურად უკვე ვატრებთ 1500–ის ფარგლებში. რაც სერიოზული გაფართოებაა. დღეიდან ეს კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება. ჩვენი ყოველდღიური მოწოდება, რომ ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდება მიმართონ ცხელების ცენტრებს. უკვე ხვალ–ზეგიდან შესაძლებელი იქნება, რომ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას მიმართონ საქართველოს მსაშტაბით“, – ამბობს გამყრელიძე.

როგორც, გამყრელიძემ აღნიშნა PCR ტესტირების რაოდნობა აპრილთან შედარებით მაისსა და ივნისში გაოთხმაგდა. მისივე განმარტებით თებერვალში, როცა ვირუსი დაიწყო ქვეყანაში დღეში 27 ტესტი ტარდებოდა, მარტში 73, აპრილში 473, ხოლო მაისსა და ივნისში დღიურად 1500–მდე მოქალაქე იტესტება.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს
‘რომ გვეგონა თაკარა მზე მოკლავდა, ასე არ ყოფილა’ –  გამყრელიძე კორონავირუსზე
‘შემთხვევების რაოდენობა იქნება და ამას უნდა მივეჩვიოთ’ - გამყრელიძე
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე
დღეს ჩვენ გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1 096 კვლევა ჩატარდა – გამყრელძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
‘პანდემია, ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაშია’ - ამირან გამყრელიძე