FM97.5 / LIVE

ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.01.2020
დავადებათა კიონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ქვეყანას ვაქცინის 4 000 დოზა აქვს, როემლიც რისკ ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს

ამის შესახებ გამყრელიძემ 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს, დღევანდელი რიცხვით 4 000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკ ჯგუფებისთვის. რისკ ჯგუფებს ყოველდღიური ჩემი გამოსვლისას ვთხოვ, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, ვთხოვ, მობრძნადით, დაბრკოლება არ არის. ასევე ვთხოვ დიაბეტიანებს, მობრძანდნენ პოლიკლინიკაში და აიცრან" – განაცხადა გამყრელიძემ

მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

„გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წინა სეზონთან მიმართებით უფრო მშვიდად ვართ. რა თქმა უნდა, ზამთარია და ზამთარში გრიპი ყოველთვის არის. თუ შევადარებთ წინა სეზონს, რადგან ახლა მოსახლეობის 80%-ში ცირკულირებს და პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით, ამიტომ წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.
წინა კვირას ჩვენ გვქონდა ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 191 და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ანალოგიურ კვირაში 42% გვქონდა".

გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მზარდი პიკი ქვეყანაში დეკემბრის ბოლო სამი კვირა იყო, თუმცა ამ პიკმა გადაიარა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა შემოვა' - გამყრელიძე
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
ვის და სად შეუძლია გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა
გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება - გახარია
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა