FM97.5 / LIVE

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია

მთავარისაზოგადოება 16.02.2016
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსების პიკი უკვე გადავლილია, თუმცა გრიპის საწყისი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო H3N2-ის ვირუსით - ერთი პირი. ძირითადი მიზეზი იყო დაგვიანებული მიმართვიანობა

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გრიპის ვირუსის მიმართვიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში შემცირებულია, თუმცა მისი ვარაუდით, თებერვალში გრიპის შემთხვევები კიდევ იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს და მოუწოდებს გრიპის პირველადი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

„გრიპის ვირუსის პიკი იყო მიმდინარე წლის მეოთხე კვირა, როცა 100 000 მოსახლეზე 357დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეხუთე კვირაში დაიწია მაჩვენებელმა და უკვე100 000 მოსახლეზე 310 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება მეექვსე კვირას, უკვე დაფიქსირებულია 284 შემთხვევა. სტაციონარში მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თებერვალში გრიპის შემთხვევები კიდევ იქნება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის საწყისი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას

„ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა გამოჯანმრთელების გარანტიაა. ყველა გარდაცვალების შემთხვევა სწორედ დაგვიანებულმა მკურნალობამ განაპირობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან
ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს