FM97.5 / LIVE

‘მოჩვენებების ქალაქად’ ქცეული ნიუ–იორკი, როგორია პანდემიის დროს ცხოვრება ამერიკაში

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020
ახალციხელი ნინო კურდღელაშვილი ერთი წელია ამერიკაში ცხოვრობს, იქ სადაც ახლა ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია. ახალმა ვირუსმა მისი ცხოვრებაც შეცვალა. როგორ იქცა მსოფლიოს ყველაზე ხმაურიანი ადგილი „მოჩვენებების ქალაქად“ ნინო კურდღელაშვილი გვიყვება.

‘მოჩვენებების ქალაქად’ ქცეული ნიუ–იორკი, როგორია პანდემიის დროს ცხოვრება ამერიკაში

29 წლის ნინო ნიუ–იორკში ცხოვრობს, ამბობს, რომ ამერიკაში წასვლით ოცნება აიხდინა. იშოვა სამსახური, შეიძინა მეგობრები და როცა ეგონა, რომ მის ცხოვრება დალაგდა, „პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა“.

ამერიკაში ყველა ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა, ერთი თვის წინ დაიხურა. ამის გამო ნინომ სამსახური დაკარგა.

„თავიდან მოხუცთან ვმუშაობდი, მალევე სასტუმროში, მიმღებში დავიწყე მუშაობა. ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვიყავი, მევალებოდა სტუმრების დახვედრა და მათთვის სასურველი კინოს და თეატრის ბილეთების დაჯავშნა, ასევე ვგეგმავდი ექსკურსიების მარშრუტებსაც. კორონავირუსის გამო ჩვენი სასტუმრო დაიკეტა და მეც სახლში დავრჩი“, – გვიყვება ნინო.

მისი თქმით, პანდემიის გამო, უსამსახუროდ დარჩენილ ამერიკის მოქალაქეებს და მწვანე ბარათის მქონე პირებს, ამერიკის მთავრობა თვეში 600 დოლარით ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ნინო ნიუ–იორკში ლეგალურად ცხოვრობს, თანხა მას არ ერიცხება, „მოქალაქეობაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ მიმიღია“.

ნინო ამბობს, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ერთმანეთის დასახმარებლად სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს: „ვისაც რის საშუალება აქვს იმდენს რიცხავს, ასაკიანი ქართველებიც ბევრნი არიან, ამიტომ ჯგუფის წევრები ეხმარებიან და სახლში მიაქვთ რაც სჭირდებათ“.

„ჩვენთან საქართველოსგან განსხვავებით, არც ე.წ კომენდანტის საათია და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა, ერთი რაც დაწესდა ისაა, რომ აკრძალულია ქუჩაში პირბადის, ხელთათმანების, სათვალის და ქუდის გარეშე გასვლა. თუ არ გაითვალისწინებ დაჯარიმდები. მაღაზიებსა და აფთიაქებში ისე, როგორც ყველგან ჩვენც ვიცავთ ორმეტრიან დისტანციას“, –ამბობს ნინო.

უჭირს ნიუ–იორკის ცარიელ ქუჩებთან შეგუება, თაიმზ–სკვერზე, იქ სადაც დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხით იყო სავსე, არავინ დადის.

„ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, თავიდან როცა ეს ვირუსი გაჩნდა, არ მივუდექით სერიოზულად, არავინ რჩებოდა სახლში, არ იკეთებდნენ პირბადეებს, ხოდა მოხდა ის რაც მოხდა. ყველაზე ხმაურიანი ქალაქი იყო ნიუ–იორკი, დღე და ღამე არ ეძინა. ახლა აქ ისეთი სიწყნარეა, რომ აქაურებმა „მოჩვენებების ქალაქი“ დაარქვეს“.

ნინო ამბობს, რომ საღამოობით ამერიკელები აივნებზე იკრიბებიან, უსმენენ მუსიკას და უკრავენ ტაშს: „აივნებზე ახმაურებენ რაღაცეებს, ცდილობენ ქალაქი გამოაცოცხლონ“.

ინფიცირებული პაციენტებით გადავსებული კლინიკების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი იქამდე არ გადაჰყავთ, ვიდრე სუნთქვა არ გაუჭირდება.

„ჩემს ახლობელს 65 წლის ქალს შეხვდა ვირუსი და სახლში მკურნალობს. ოჯახის ექიმთან რეკავ და ის გაძლევს რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოიქცე. გეუბნებიან, რომ დარჩე თვითიზოლაციაში. აქ საშინელება ხდება, ბევრი ინფიცირებულია. საქართველოში ძალიან კარგი ექიმები გყავთ, გთხოვთ გაითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და რაც აქ ხდება ამას ვერ გაუძლებს“.

პანდემიამ დაანახა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ადამიანებს ყველაზე კარგად გამოგვდის. ამბობს, რომ ეს ფაქტი ძალიან ახარებს და დიდ სტიმულსაც აძლევს.

საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს, უნდა რომ ყველა ჩანაფიქრი აისრულოს, ოცნებობს მალე დასრულდეს „უხილავ მტერთან“ ბრძოლა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს: „როცა გვეტყვიან, რომ ყველაფერი დამთავრდა, ალბათ ერთი კვირა აღარ შემოვალ სახლში“.

28 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსით 1 016 910 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 139 834 გამოჯანმრთელდა, 57 193 კი გარდაიცვალა.

‘მოჩვენებების ქალაქად’ ქცეული ნიუ–იორკი, როგორია პანდემიის დროს ცხოვრება ამერიკაში

‘მოჩვენებების ქალაქად’ ქცეული ნიუ–იორკი, როგორია პანდემიის დროს ცხოვრება ამერიკაში

‘მოჩვენებების ქალაქად’ ქცეული ნიუ–იორკი, როგორია პანდემიის დროს ცხოვრება ამერიკაში

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამერიკაში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
'ყველას კარზე აკაკუნებს კორონავირუსი' – ამერიკაში ქართული ეპარქია წირვას მრევლის გარეშე აღავლენს
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკაში დაფიქსირდა
დავით ჩილინგარაშვილი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის სამხედრო Covid 19-თან ბრძოლაში
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებული 14 პირი სახლში მკურნალობს
ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამერიკაში მოგზაურობაა - მარინა ეზუგბაია
როგორ მოვიგოთ ამერიკის მწვანე ბარათი – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში