FM97.5 / LIVE

დავით ჩილინგარაშვილი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის სამხედრო Covid 19-თან ბრძოლაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2020
ახალციხელი დავით ჩილინგარაშვილი, რომელიც ამერიკაში კონექტიკუტის ეროვნულ გვარდიაში მსახურობს, სამხედრო ექიმებთან ერთად, COVID 19-თან ბრძოლაში წინა ხაზზეა. შვიდი ექიმი, რომლებთანაც მას ყოველდღიური შეხება ჰქონდა, დაინფიცირდა. დავითი კოვიდს გადაურჩა და თავის საქმეს აგრძელებს.

დავით ჩილინგარაშვილი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის სამხედრო Covid 19-თან ბრძოლაში

კონექტიკუტის ეროვნულ გვარდიაში დავითი უკვე სამი წელია მსახურობს. ამ სამხედრო ნაწილის მოვალეობა შტატში კრიზისული სიტუაციის მართვაა. შესაბამისად, COVID 19-ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, კონექტიკუტის შტატმა გვარდიას მობილიზება გაუკეთა და საქმეში სამხედრო ნაწილები ჩაერთო.

„რადგანაც ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან დიდია, შტატი სამოქალაქო სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომ მოუწიათ სამხედრო ექიმების ჩართვა. პირადად მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ექიმების ყოველდღიურ ტრანსპორტირებას საავადმყოფოებში“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ დავითი და ამატებს, რომ ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლის გამო, საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იტევდა, რის გამოც, მის სამხედრო ნაწილს დაევალა საველე საავადმყოფოების აგება უნივერსიტეტებისა და სკოლების სპორტდარბაზებში: „ყოველდღიურად ვწმენდთ და დეზინფექციას ვუკეთებთ საჯარო სივრცეებს. მოვამარაგეთ საავადმყოფოები და საველე საავადმყოფოები სასუნთქი აპარატებით, პირბადეებითა და სადეზინფექციო ხსნარებით. დიდ ქალაქებში მოვაწყვეთ პუნქტები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გაიკეთონ სწრაფი ტესტირება COVID 19-ზე“.

დავით ჩილინგარაშვილი, სხვა სამხედროების მსგავსად, 12 საათიან რეჟიმში მორიგეობს. რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებას გადაურჩა.

„7 ექიმი, რომელთა გადაადგილებასაც ყოველდღიურად მე ვუზრუნველყოფდი, სამწუხაროდ, დაინფიცირდა და მათ გამო, მეც მომიწია ტესტის ჩატარება. რამდენიმე დღე კარანტინშიც ვიყავი, რადგანაც პირადად მე მქონდა მათთან შეხება. საბედნიეროდ, ჩემს ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო“.

დავითი ამბობს, რომ მისი სამხედრო ნაწილის მოვალეობა კრიტიკული მდგომარეობის დროს მზადყოფნაა, ამიტომ ასეთ რთულ მდგომარეობაშიც კი მუშაობა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს.

“იმის გამო, რომ ჩემი შტატი ნიუ–იორკის მეზობელი შტატია და ნიუ–იორკი, როგორც ცნობილია, ამერიკაში ვირუსის ეპიცენტრია, ჩვენთანაც ძალიან სწრაფად გავრცელდა ვირუსი. სამწუხაროდ, აპრილის თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა მაღალი იყო, ძირითადად მოხუცებულები და სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე ადამიანები იღუპებოდნენ. მაისიდან მდგომარეობა უკეთესადაა. გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ იმატა“.

მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, შტატში ბევრი დაწესებულება ისევ დაკეტილია. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები და კვების ობიექტების მიტანის სერვისები: „რადგანაც მაისის დასაწყისიდან პროგრესი შეიმჩნევა, შტატის გუბერნატორმა ნედ ლამონტმა გასცა განკარგულება 20 მაისიდან ნაწილობრივ გაიხსნას სხვადასხვა მომსახურების ცენტრები გარკვეული შეზღუდვებით: აუცილებელია პირბადის ქონა, სოციალური დისტანციის დაცვა, რესტორნებში და მაღაზიებში აკონტროლებენ ხალხის რაოდენობას. ეს იქნება პირველი ეტაპი საბოლოო გახსნისკენ“.

Covid 19-მა დავით ჩილინგარაშვილის ცხოვრება შეცვალა. პანდემიამდე იგი ერთ-ერთ კომპანიაში ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობდა, გარდა ამისა, სწავლობდა უნივერსიტეტშიც: „მარტის დასაწყისში უნივერსიტეტი გადავიდა ონლაინ სწავლაზე, მობილიზაციის გამოცხადების გამო კი მომიწია დროებით დამეტოვებინა ჩემი სამსახური. დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე კვირაში ყველაფერი გამოსწორდება და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი
ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]
ამერიკაში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
COVID-19: მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობამ  300 ათასს გადააჭარბა
Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
მსოფლიოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის გამო შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს